სოკოები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+ დაემატა ახალი ცნობები
No edit summary
ხაზი 21:
სოკოები მოიცავს 100 ათ. სახეობას, მათ შორის გვხვდება შეუიარაღებელი თვალით უხილავი ორგანიზმები — [[მიკროცეტები]] და დიდნაყოფსხეულიანი [[ქუდიანი სოკოები]], [[აბედა სოკოები]] და სხვა — [[მაკრომიცეტები]]. სოკოებს არ გააჩნიათ ქლოროფილი. ისინი ჰეტეროტროფული ორგანიზმებია, საკვებად ხმარობენ მზა ორგანულ ნივთიერებებს მკვდარი სუბსტრატიდან (საპროფიტები) ან ცოცხალი ორგანიზმებიდან (პარაზიტები). ის, რაც სოკოების სახელწოდებითაა ცნობილი, ნაყოფსხეულია, ვეგეტატიური სხეული კი სუბტრატშია ჩამალული შედგება წვრილი, უმთავრესად თეთრი დატოტვილი ძაფებისაგან, რასაც მიცელიუმი ეწოდება, მიცელიუმის სახელცვლილებები გვხვდება სხვადასხვა ჭიმის ან გამსხვილების სახით, როგორიცაა რიზომორფები, სკლეროციუმები და სხვა.
 
სოკოები მრავლდებიან სპორებით და ვეგეტატიურად. სპორები თავისი წარმოშობის, ფორმისა და ფერის მიხედვით სხვადასხვანაირია:ერთუჯრედიანი და მრავალუჯრედიანი, უფერული და შეფერილი, ძაფისებრი, ცილინდრული, თითისტარისებრი, კვერცხისებრი, სფეროსებრი, ვარსკვლავისებრი და სხვა. ზედაპირი შეიძლება იყოს სადა, ხორკლიანი და სხვა, წარმოშობის მიხედვით — უსქესო და სქესობრივი, ეგზოგენური (გარეგანი) და ენდოგენური (შინაგანი). უსქესო წარმოშობის სპორებია კონიდიოსპორები, სპორანგიოსპორები, ქლამიდოსპორები, ოიდიოსპორები. სქესობწივი წარმოშობისაა ჩანთიანი და ბაზიდიუმიანი სპორები. ვეგეტატიური გამრავლება ხდება მიცელიუმისა და რიზონოტფების ნაგლეჯით, სკლეროციემებით და დაკვირტვით. სოკოები დიდ როლს თამაშობენ ბუნებაში ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ორგანული ნივთიერებათა აქტიური დამშლელებია. მათი მრავალი პარაზიტული სახეობა მცენარის, ცხოველისა და ადამიანის საშიშ დაავადებებს იწვევს. ზოგი სოკოები სასარგებლოა. მაგ., Penicillium-ს და Aspergillus-ს იყენებენ ვიტამინების, ანტიბიოტიკების, ლიმონმჟავას და სხვათა მისაღებად.საფუარებს ხმარობენ სპირტის გამოხდის, პურის ცხობისა და ლუდის წარმოებაში. ზოგიერთი სოკოები იჭმება. მიცელიუმის აგებულების, გამრავლების ხასიათისა და მთელი რიგი სხვა ბიოლოგიური თავისებურებების მიხედვით.
 
სოკოები იყოფა შემდეგ ძირითად კლასებად: I კლასი — [[ქიტრიდიომიცეტები]] (Chytridiomycetes), [[მიცელიუმი]] ან არ გააჩნიათ, ან სუსტად აქვთ განვითარებული უსქესო გამრავლება ხდება ერთშოლტიანი ზოოსპორებით. სქესობრივი გამრავლება კი სხვადასხვანაირია ([[იზოგამია]], პეტეროგამია, ოოგამია ან პოლოგამია). II კლასი — [[ოომიცეტები]] (Oomycetes). კარგად განვითარებული არაუჯრედული მიცელიუმი აქვთ. უსქესო გამრავლება უმრავლესობისათვის ორშოლტიანი ზოოსპორებით ხდება. სქესობრივი პროცესი ოოგამიაა. არსებობს წყლის და ხმელეთის სახეობები. მათ შორის არიან საპროფიტები და ობლიგატური პარაზიტები.
 
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სოკოები“-დან