კარლის უნივერსიტეტი (პრაღა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის დამატება: be:Карлаў універсітэт
ჩანაცვლდა საწყობის სურათით
ხაზი 1:
[[ფაილი:Seal of Charles -University of Prague-symbol-2.png|thumb|პრაღის უნივერსიტეტის ბეჭედი]]
 
'''კარლის უნივერსიტეტი პრაღაში''' ასევე შემოკლებით '''კარლის უნივერსიტეტი''' ან '''პრაღის უნივერსიტეტი''' (''[[ჩეხური ენა|ჩეხ.]]'' Univerzita Karlova; ''[[ლათინური ენა|ლათ.]]'' Universitas Carolina) უძველესი, უდიდესი და ყველაზე პრესტიჟული [[ჩეხეთის რესპუბლიკა|ჩეხური]] უნივერსიტეტია და ასევე ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია [[ევროპა|ევროპაში]], დაფუძნდა რა 1340-იან წლებში.
ხაზი 14:
[[1403]] წელს უნივერსიტეტში აკრძალეს [[ვიკლიფი, ჯონ|ჯონ ვიკლიფის]] მოძღვრებების სწავლება, თუმცა მისი დოქტრინა შემდგომშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. [[ჰუსი, იან|იან ჰუსმა]], რომელიც უნივერსიტეტის დეკანი და რექტორი იყო, ვიკლიფის ტრიალოგუსი ჩეხურ ენაზე თარქმნა. უნივერსიტეტის სხვა ნაციებმა მხარი პაპ [[გრეგორი XII]]-ს დაუჭირეს. თუმცა ჰუსმა იცოდა როგორ გამოეყენებინა მეფე ვენცესლაუსის ოპოზიცია გრეგორის მიმართ. 1409 წლის კუტნა ჰორას დეკრეტის მიხედვით (ჩეხ. Dekret Kutnohorský) ჰუსსა და ჩეხურ ნაციას უნივერსიტეტის საქმეებში სამი ხმის უფლება მიეცათ, მაშინ როცა სხვა ნაციებს ერთად მხოლოდ ერთი ხმის უფლება დარჩათ. ამ დეკრეტის გამო პროტესტის ნიშნად ყველა გერმანელი პროფესორი და სტუდენტი 1409 წლის მაისში [[ლაიპციგის უნივერსიტეტი|ლაიპციგის უნივერსიტეტში]] გადადის. პრაღის უნივერსიტეტმა დაკარგა საკუთარი მასწავლებლებისა და სტუდენტების უდიდესი ნაწილი. მას შემდეგ უნივერსიტეტმა დაკნინება დაიწყო და მცირე ხანში საკმაოდ დაბალი სტატუსის ეროვნულ დაწესებულებად გადაიქცა. ათწლეულების განმავლობაში არცერთი ხარისხი არ გაცემულა და მხოლოდ ხელოვნების ფაკულტეტი ფუნქციონირებდა. კარლ IV-ის ვაჟმა, იმპერატორმა [[ზიგისმუნდი (იმპერატორი)|ზიგისმუნდმა]] უნივერსიტეტის ნარჩენები საკუთარი მფარველობის ქვეშ აიყვანა და მის აღორძინებას შეეცადა, რაც ნაწილობრივ მიღწეულ იქნა იმპერატორ [[რუდოლფ II]]-ის მიერ, მისი პრაღაში გადასვლის შემდეგ. იმპერატორმა [[ფერდინანდ I]]-მა მოაწყო პრაღის იეზუიტების ყრილობა, რომელთა გადაწყვეტილებით უნივერსიტეტში აკადემია გაიხსნა. მალევე, მათ უნივერსიტეტის მმართველობის სადავეები ჩაიგდეს ხელთ, თუმცა 1618-1621 წლებში ისინი გაძევებულ იქნენ. 1622 წლისთვის იეზუიტები ისევ გაძლიერდნენ და იმპერატორზე დიდი გავლენა მოიპოვეს. საიმპერატორო განკარგულებით იეზუიტებს უზენაესი განკარგვის უფლება მიეცათ მთელ სასკოლო სისტემაზე ბოჰემიაში, [[მორავია|მორავიასა]] და [[სილისია|სილისიაში]]. კაროლინუმში ამ დროისთვის დარჩენილი ოთხი პროფესორიც გადადგა და უნივერსიტეტის ათივე კოლეჯი იუზუიტების ხელში გადავიდა.
 
(დამუშავების პროცესშია)
 
== ცნობილი კურსდამთავრებულები ==
==ცნობილი მეცნიერ-მასწავლებლები==
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://www.cuni.cz/UK-1628.html ოფიციალური ვებგვერდი ინგლისურად]
 
{{განათლება}}
 
[[კატეგორია:ჩეხეთის უნივერსიტეტები]]