ალ კაპონე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ისე, უბრალოდ
ხაზი 2:
{{წყარო}}{{გასაწმენდი}}
'''ალფონს გაბრიელ კაპონე''' ან '''ალ კაპონე''' ([[იტალ.]] Alfonso Capone; მეტსახელად "დადაღული სახე"; დ. [[17 იანვარი]], [[1899]] — გ. [[25 იანვარი]], [[1947]]) — განთქმული ამერიკელი განგსტერი, რომელიც [[ჩიკაგო]]ს ტერიტორიას აკონტროლებდა 1920-30-იან წლებში. ავეჯის ბიზნესის საფარით დაკავებული იყო ბუტლეგერობით, სათამაშო ბიზნესითა და სუტენერობით. დროთა განმავლობაში [[აშშ]]-ის ორგანიზებულ დამნაშავეთა (იტალიურ მაფიაში) ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი გახდა.
 
== ბიოგრაფია ==
 
===ბავშვობა===
 
ნეაპოლელი ალ კაპონე ნიუ-იორკში მშობლებთან ერთად ჩამოვიდა, და ბრუკლინში დასახლდა, სანამ ჩიკაგოში გადავიდოდა. კაპონე [[1931]] წელს დაიჭირეს გადასახადებისგან თავის არიდებისა და მისი ბიზნესის ნამდვილი შემოსავლების დამალვის გამო.
Line 22 ⟶ 26:
 
კაპონე თავიდან კარგად სწავლობდა, მაგრამ როდესაც ის გადაიყვანეს სახელმწიფო სკოლა #133-ში, მან სწავლას დაანება თავი. 14 წლის ასაკში ის გამოაგდეს ამ სკოლიდან. მან დაარტყა მასწავლებელს, მერე კი სკოლის დირექტორს ეჩხუბა, რომელიც მხარში ამოუდგა იმ მასწავლებელს.
 
===კრიმინალური ცხოვრება===
 
რაღაც პერიოდი კაპონე მუშაობდა, მერე კი საბილიარდოში სიარულს მოუხშირა. იქ იკრიბებოდნენ იმ დროის დიდი განგსტერები. მალე უდიდესი განგსტერი ჯონი ტორიო კაპონეს ბოსი გახდა. ჯონი იმ დროის ნიუ იორკის უდიდესი განგსტერი იყო და ის განაგებდა განგსტერულ ბანდას სახელად "ხუთი ლულა". მალე კაპონე და ტორიო დაახლოვდნენ. 15-დან 18 წლამდე ის ტორიოს მითითებებს ასრულებდა, აკვირდებიდა იმას, თუ რამდენი ფულის დახარჯვა შეეძლოთ ადამიანებს ალკოჰოლზე, ქალებსა და აზარტულ თამაშებზე. ამავე დროს აგრძელებდა მუშაობას ქარხანაში.
Line 129 ⟶ 135:
პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა კრიზისის დასაძლევად ბევრი ეკონომიკური რეფორმა განახორციელა. 1933 წელს "მშრალი კანონი" გაუქმდა. მაფიისთვის მთავარ შემოსავლად მხოლოდ აზარტული თამაშები დარჩა, რომელიც ლეგალიზირებული მხოლოდ ნევადას შტატში იყო. ლუჩანომ შტატებში ჰეროინის შემოტანა დაიწყო, მოგვიენებით კი მაფიამ თავის ხელში აიყვანა ჰოლივუდი და შოუ ბიზნესი. ალ კაპონესგან განსხვავებით მაფიის ახალი პლეადა შეუმჩნეველად მუშაობდა და არ ცდილობდა პოპულარობის მოპოვებას. მაგრამ ისინიც, როგორც კაპონე, ყოველთვის დაკავებულები იყვნენ პოლიტიკოსების მოსყიდვით. მათ ხარჯზე ისინი საზოგადოების კეთილსინდისიერ წევრებად ითვლებოდნენ.
 
კაპონეს გზის ერთ-ერთი გამგრძელებელი იყო სიცილიელი სემ ჯანკანა ჩიკაგოდან, რომელსაც 1961 წლის აპრილში ამერიკულმა CIA-მ კუბის ლიდერის, ფიდელ კასტროს მკვლელობა შეუკვეთა. მკვლელობა ვერ შედგა, "ცეერუს"CIA-ს კავშირი მაფიასთან კი დადასტურდა. დიქტატორი ბატისტა, რომელიც კუბაში გადააგდეს პოსტიდან 1959 წლის რევოლუციით, მჭიდროდ ურთიერთობდა მაფიასთან.
 
რაც შეეხება მაფიოზურ კინოს კაპონეს წასვლის შემდეგ, ის ალბათ სამუდამოდ არის უკვე დამკვიდრებული ჰოლივუდში. პირველი შედევრები კაპონეს სიცოცხლეშივე გადაიღეს - "შრამიანი სახე" (1932), "საზოგადოების მტერი" (1931), "პატარა ცეზარი" (1931). 1972 წელს ეკრანებზე ფრენსის კაპოლას შედევრი გამოვიდა - "ნათლიმამა". 1987 წელს კიდევ ერთი შედევრი წარსდგა საზოგადოების წინაშე - ბრაიან დე პალმას "ხელშეუხებელნი", რომელიც ელოტ ნესის წიგნზე დაყრდნობით იქნა გადაღებული.
 
ცოცხალი ალ კაპონე განსხვავდება იმისგან, რასაც მასზე წერენ წიგნებში და იღებენ კინოებში, მაგრამ ასეთი სახის ისტორიების მთავარი არსი იმაშია, რომ ხალხმა გაიგოს, თუ რა ხდებოდა XX საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში ამერიკულ მეგაპოლისებში...
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ალ_კაპონე“-დან