ჩესტერ ართური: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მ r2.7.3) (ბოტის დამატება: sk:Chester A. Arthur |
No edit summary |
||
ხაზი 50:
'''ჩესტერ ალან ართური''' ({{lang-en|Chester Alan Arthur;}} დ. [[5 ოქტომბერი]], [[1829]] — გ. [[18 ნოემბერი]], [[1886]]) — [[აშშ]]-ის 21-ე [[აშშ-ის პრეზიდენტი|პრეზიდენტი]] ([[1881]]-[[1885]]), აშშ-ის მე-20 [[აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი|ვიცე-პრეზიდენტი]] ([[1881]]), [[რესპუბლიკური პარტია (აშშ)|რესპუბლიკელი]].
ართურმა 1848 წელს უნიონ კოლეჯი დაამთავრა, შემდგომში ასწავლიდა სკოლაში გაწევრიანდა ადვოკატთა ასოციაციაში და ქალაქ ნიუ–იორკში სამართლის პრაქტიკას გადიოდა. სამოქალაქო ომის დასაწყისში ნიუ–იორკის შტატის გენერალ–კვარტერმეისტერი იყო. პრეზიდენტობამდე ართური [[ნიუ-იორკი]]ს პორტის საბაჟოს დირექტორი იყო (1871-1878), ხოლო [[ჯეიმზ გარფილდი]]ს ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა.
მან პრეზიდენტის თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც 1881 წლის 2 ივლისს მძიმედ დაჭრილი პრეზიდენტი გარფილდი 19 სექტემბერს გარდაიცვალა. პრეზიდენტის რანგში ართური ეცადა ტარიფების დაწევას. მიუხედავად ამისა კონგრესმა დაახლოებით იმდენჯერვე გაზარდა ტარიფი, რამდენიც შეამცირა, მაგრამ ართურმა მაინც მოაწერა ხელი ტარიფის აქტს 1883 წელს. აღშფოთებული დასავლელებმა და სამხრეთელებმა დემოკრატიულ პარტიას მიმართეს, ამის შემდეგ ტარიფები ორი პოლიტიკური პარტიის უმთავრეს დავის საგანად იქცა. ართურის ადმინისტრაციამ ემიგრაციის შესახებ პირველი ფედერალური კანონი გამოსცა. მისი პრეზიდენტობის მთავარი მიღწევა [[სამოქალაქო სამსახური]]ს რეფორმა იყო. ამის გამო მას „სამოქალაქო სამსახურის მამას“ უწოდებდნენ. მან [[აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1884)|1884 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში]] რესპუბლიკელთა ნომინაციის მოპოვება ვერ შეძლო.
{{Commons|Chester A. Arthur|ჩესტერ ართური}}
{{აშშ-ის პრეზიდენტები}}
{{აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტები}}
|