ერნან კორტესი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 51:
ბრძოლაში კორტესმა მხოლოდ 150 ესპანელი ჯარისკაცი და 2.000 ადგილობრივი მოკავშირე დაკარგა. თვითონ კორტესმა, ალვარადომ და კიდევ რამდენიმე კაცმა ძლივს მოახერხა ტენოჩტიტლანიდან გაქცევა.
 
საბოლოოდ [[1521]] წლის აგვისტოში დაიწყო შტურმი ქალაქზე, ტენოჩტიტლანის დაცვის დროს განსაკუთრებული სამხედრო ნიჭი და გმირობა გამოამჟღავნა [[კუაუტემოკი|კუაუტემოკმა]]. ქალაქის დაცემის შემდეგ იგი ესპანელებმა შეიპყრეს, აწამეს და მოკლეს. 13 აგვისტოს [[კუაუტემოკი]]ს დამხობის შემდეგ, აცტეკების სამეფო გადაწვეს. [[1524]] წლამდე კორტესი ერთპიროვნულად განაგებდა მექსიკას.
 
==მექსიკის მმართველი==
 
[[1524]] წლამდე კორტესი ერთპიროვნულად განაგებდა მექსიკას. [[1525]] წელს კორტესის ბრძანებით [[კუაუტემოკი]] სასტიკად აწამეს. მან ასევე განიზრახა გალაშქრება კუბაზე, რათა ანგარიში გაესწორებინა ველსაკესისათვის. ამ გადაწყვეტილებამ [[კარლ V ჰაბსბურგი]] იძულებული გახადა თანამდებობიდან გადაეყენებინა კორტესი. ახალი გუბერნატორი მალევე გარდაიცვალა, მომდევნო მმართველები, [[მარკოს დე აგილარი]] და [[ალონსო დე ესტრადა]], მტრულად უყურებდნენ კორტესს. [[1527]] წელს კორტესი იძულებული იყო დაეტოვებინა მექსიკა, დაბრუნებულიყო ესპანეთში და მეფისათვის ჩაებარებინა ანგარიში თავისი მოღვაწეობის შესახებ.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერნან_კორტესი“-დან