სილვი კინიგი: განსხვავება გადახედვებს შორის

(r2.7.2) (ბოტის დამატება: uk:Сільві Кінігі)
}}
'''სილვი კინიგი''' - [[ბურუნდი]]ს პოლიტიკური მოღვაწე, [[პრემიერ-მინისტრი]] და [[ბურუნდის პრეზიდენტი|პრეზიდენტის]] მოვალეობის შემსრულებელი ([[1993]]-[[1994]]). დაიბადა [[ბუჟუმბურა]]ს პროვინციაში, ეთნიკურად ეკუთვნის [[ტუტსი (ხალხი)|ტუტსის]] ტომს. [[1993]] წლის [[10 ივლისი|10 ივლისს]] ქვეყნის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა [[მელშიორ ნდადაიე]]მ, რომელიც [[ჰუტუ]]ს ტომს ეკუთვნოდა ტუტსის ტომის წარმომადგენელი სილვი კინიგი პრემიერ-მინისტრად დანიშნა, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ ორ ტომს შორის შერიგების სიმბოლოდ მიიღო, მაგრამ 1993 წლის [[21 ოქტომბერი|21 ოქტომბერს]] ყველაფერი აირია. დაიწყო [[ბურუნდის სამოქალაქო ომი|სამოქალაქო ომი]]. ტუტსის ეთნიკურმა ჯგუფმა პრეზიდენტი და მისი 6 მინისტრი დაატყვევა და სასტიკი წამების შემდეგ ამოხოცა. პრეზიდენტის პოსტი შვიდი დღის განმავლობაში ეკავა [[ფრანსუა ნგეზე]]ს. პრემიერ-მინისტრმა კინიგიმ კი გადაწყვიტა [[ემიგრაცია]]ში წასვლა და [[საფრანგეთი]]ს საელჩოს მიმართა თხოვნით მიეცათ თავშესაფარი, თუმცა პასუხის მიღებამდე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ იგი ბურუნდის დროებით პრეზიდენტად დაამტკიცა. პარალელურად ასრულებდა პრემიერ-მინისტრის მოვალეობას. მისი მდგომარეობა კიდევ უფრო განმტკიცდა მას შემდეგ, რაც ბურუნდის ყოფილმა პრეზიდენტებმა [[პიერ ბუიოია]]მ და [[ჟან ბატისტ ბაგაზა]]მ მისი მხარე დაიკავეს ასეთ რთულ ვითარებაში. [[1994]] წლის [[5 თებერვალი|5 თებერვალს]] იგი პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა [[სიპრიენ ნტარიამირა]]მ. [[7 თებერვალი|7 თებერვალს]] სილვი კინიგიმ პრემიერ-მინისტრის პოსტიც დასთმო და იგი დაიკავა ტუტსის ტომის წარმომადგენელმა [[ანატოლი კანიენკიკო]]მ. სახელმწიფო საქმეებს დაშორებული ქალბატონი კინიგი სამუშაოდ გადავიდა საბანკო სექტორში და მუშაობა გაგრძელა თავისი პროფესიის შესაბამისად, ხოლო [[2004]] წლიდან მუშაობს [[გაერო]]ს განვითარების პროგრამის ადგილობრივ წარმომადგენლობაში.
 
==იხილეთ აგრეთვე==
* [[ქალი პრეზიდენტების სია]]
 
==რესურსები ინტერნეტში==