ოპ-არტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 24:
ბრიჯიტ რაილიმ მოგვიანებით შექმნა ნაწარმოებები სრული ფერთა გამით. სხვა მხატვრებიც მუშაობდნენ ფერებში, თუმცა ეს ნამუშევრები ნაკლებად ცნობილია. [[იოზეფ ალბერსი]] ასწავლიდა „ფერთა ფუნქციის“ სკოლის ორ ძირითად მიმდევარს [[იელის უნივერსიტეტი|იელში]] 1950-იან წლებში: [[რიჩარდ ანუსკევიჩი|რიჩარდ ანუსკევიჩსა]] და [[იულიან სტანზაკი|იულიან სტანზაკს]]. ხშირად, ფერად ნამუშევრებში ფიგურისა და ფონის მოძრაობის მსგავსი პრობლემები დომინირებს, თუმცა მათში დამატებითი ელემენტი ფერთა კონტრასტია, რასაც განსხვავებული ეფექტი აქვს თვალზე. ანუსკევიჩი ამ ტიპის მხატვრობის კარგი მაგალითია. მის ნახატთა სერიაში „ტაძარი“, მაგალითად, ორი ძლიერ კონტრასტული ფერის დაპირისპირება იწვევს სიღრმის შეგრძნებას წარმოსახვით სამგანზომილებიან სივრცეში, იმდენად, რომ თითქოს ეს არქიტექტურული ფორმა მაყურებლის სივრცეში იჭრება. აქვე აღსანიშნავია, მიუხედავად იმისა, რომ რაილიმ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია, ფაქტია, რომ ის საკუთარ ნამუშევრებს იგონებს, მაგრამ თავად არ არსულებს მათ.
 
სტანცზაკის კომპოზიციები ყველაზე კომპლექსურია ფერთა ფუნქციის პრაქტიკოსთა შორის. ალბერსის ფუნდამენტური ნაშრომის „ფერთა ურთიერთქმედება“ გავლენით სტანცზაკი ღრმად იკვლევს ფერთა ზეგავლენის პრინციპებს. „სტანცზაკმა ფერებითა და გეომეტრიით სხვადასხვა სივრცული განცდები შექმნა; ამ უკანასკნელზე [გეომეტრია] გაცილებით ადვილია საუბარი, ფერს კი არ აქვს მარტივი სისტემატიზებული ექვივალენტიეკვივალენტი... სტანცზაკის ნიჭი ფენების შექმნაშია. ის გამჭვირვალე ორნამენტს ორნამეტზე ისე ალაგებს, რომ თქვენ მათში მონოქრომულ ეკრანებს ხედავთ, და ყოველი მათგანი იკეცება, თითქოს ისინი მოძრავია.“<ref> ჰარი რენდი. ''Decades of Light'' (სინათლის ათწლეულები), The Poetry/Rare Books Collection, ბუფალოს უნივერსიტეტი, ნიუ-იორკის შტატის უნივერსიტეტი, 1990, გვ. 40, 42.</ref>
 
== გამოფენები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოპ-არტი“-დან