გრავიტაციული ლინზირება: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 12:
მასიური ობიექტის (მაგალითად გალაქტიკური გროვის ან შავი ხვრელის) გარშემო დრო-სივრცე გამრუდებულია. შედეგად, უკან მყოფი წყაროდან (მაგ. გალაქტიკა) წამოსული სინათლე დრო-სივრცეში გავლისას მრავლდება და დეფორმირდება. გრავიტაციულ ლინზირებას ასევე შესწევს იმის ძალა, რომ უკან მყოფი ობიექტი გაადიდოს ან დეფორმირება მოახდინოს.
 
ოპტიკური ლინზისაგან განსხვავებით, მაქსიმალური დეფორმაცია მაშინ ხდება, როდესაც ობიექტი "ლინზასთან" ახლოსაა და პირიქით, რაც უფრო შორსაა მით უფრო ნაკლებად ლინზირდება ობიექტი. მაშასადამე, გრავიტაციულ ლინზას არ აქვს ერთი ფოკუსური მანძილი, მაგრამ ამის ნაცვლად აქვს ფოკუსური ხაზი. თუ სინათლის წყარო (რომელსაც ვაკვირდებით) გრავიტაციული ლინზა (მასიური ობიექტი) და დამკვირვებელი ერთ სწორ ხაზზე აღმოჩნდენ, თავდაპირველი სინათლის წყარო გამოჩნდება, თითქოს მასიური ლინზის გარშემო დიდი რგოლია. თუ არასწორი განლაგებაა (ანუ ზუსტად ერთ ხაზზე არ არიან განლაგებულნი), მაშინ დამკვირვებელი რგოლის ნაცვლად დაინახავს ლინზირებულ რკალს. ეს ფენომენი პირველად ახსენა [[სანკტ-პეტერბურგი|სანკტ-პეტერბურგის]] ფიზიკოსმა ორესტ ჩოულსონმა, ხოლო 1936 წელს ალბერტ აინშტაინმა ზუსტად განსაზღვრა. სადაც გრავიტაციული ლიზნისლინზის [[მასა]] არის არათანაბარი ( ანუ მატერია არათანაბრადაა განაწილებული, მაგალითად გალაქტიკური ჯგუფები და გროვები) და არ იწვევს დრო-სივრცის სფერულად დეფორმირებას, წყარო (რომელიც ლინზირდება) დაემსგავსება ნაწილობრივ რკალებს, რომელიც ლინზის გარშემო არიან მიმოფანტულნი. დამკვირვებელმა შემდეგ შეიძლება დაინახოს იგივე წყარო მრავალფეროვნად დეფორმირებული. ამის რიცხვი და ფორმა დამოკიდებულია წყაროს, ლინზისა და დამკვირვებლის პოციზიებზე, და ასევე ლინზირებული ობიექტის ფორმაზე.