ანტონინუს პიუსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის დამატება: id:Antoninus Pius
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Antoninus Pius Glyptothek Munich 337 cropped.jpg|thumb|ანტონინუს პიუსის ბიუსტი, [[მიუნხენის გლიპოტოთეკა]]]]
'''ანტონინუს პიუსი''' ''ანტონინუს ტიტუს ავრელიუს ფულვუს პიუსი'' (''Antoninus Titus Aurelius Fulvus Pius'') (დ. [[19 სექტემბერი]], [[86]], [[ლანუვიუმი]] — გ. [[7 მარტი]], [[161]]) — [[რომი|რომის]] [[იმპერატორი]] [[138]]-დან. დაიბადა [[სენატორი|სენატორის]] ოჯახში. [[კონსული|კონსულად]] იყო [[120]] წელს, აზიის პროკონსულად [[135]]-[[136]]; [[იმპერატორი|იმპერატორ]] [[ადრიანე (იმპერატორი)|ადრიანემ]] იშვილა და თავის მემკვიდრედ გამოაცხადა. '''''კურსივის ტექსტი'''''[[138]] წელს მიიღო - "პიუსის" (ღვთისმოსავი) ოფიციალური წოდება. ანტონინუს პიუსის დროს [[სახელმწიფო]] გაძლიერდა პოლიტიკურად და ეკონომიურად. მოწესრიგდა [[პროვინცია|პროვინციების]] მმართველობა. ანტონინუს პიუსის ღონისძიებებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა [[კანონი]], რომლითაც ისჯებოდა მონის მკვლელი მონათმფლობელი და იძულების წესით იყიდებოდნენ ულმობელ მეპატრონეთა მონები. ანტონინუს პიუსმა მიიღო "სამშობლოს მამის" წოდება. ატარებდა მშვიდობიან საგარეო პოლიტიკას. გაამაგრა სახელმწიფო საზღვრები("ანტონინუსის კედელი" ბრიტანეთში). იცავდა სენატორული არისტოკრატიას და მქონებელი კლასების ინტერესებს, რამაც გამოიწვია აჯანყება რომის პროვინციებში ([[ეგვიპტე|ეგვიპტეში]], [[დაკია|დაკიაში]], [[აქაია|აქაიაში]], [[იუდეა|იუდეაში]]). [[147]] წელს ანტონინუს პიუსმა მოაწყო დიდი ზეიმი რომის დაარსების 900 წლისთავის აღსანიშნავად.
ადრიანეს მომდევნო იიმპერატორი ანტონინუს პიუსი(138-161)ქართლის მეფის შემორიგებას შეეცადა-ძვირფასი საჩუქრები გამოუგზავნა და მთელი ოჯახით რომში მიიწვია.ფარსმანი ამაჯერად ჩავიდა იმპერიის სატახტო ქალაქში.იქ მას საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს.რომმა ცნოქართლის სამეფოს იმჟამინდელი საზღვრები.რომის იმპერიამ მარსის ტაძარში ცხენზე ამხედრებული მეფის ქანდაკება დადგა.
 
==ლიტერატურა==
*''გოგოლაშვილი რ.,'' ქსე, ტ. 1, გვ. 498, თბ., 1975