დეტერმინიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: jv:Determinisme
No edit summary
ხაზი 1:
'''დეტერმინიზმი''' ([[ლათ.]] Determinare – განსაზღვრა), ასევე '''წინასწარგანჩინება''' — შეხედულება [[სამყარო]]ს კანონზომიერების შესახებ, რომლის მიხედვითაც სამყაროში ყველაფერი მიზეზ-შედეგობრივი კავშირით არის განპირობებული, დეტერმინირებული. ამიტომ სამყაროში არ არსებობს არავითარი უმიზეზო [[მოვლენა]] ანუ შემთხვევითობა. შემთხვევითობა, მხოლოდ სუბიექტური არცოდნის გამო მოიხმარება [[მეცნიერება]]ში, თორემ თავისთავად [[სამყარო]]ში არავითარი შემთხვევითობა არ არსეობს, სამყაროს მხოლოდ მკაცრი აუცილებლობა და მიზეზობრიობა მართავს.
 
== წინასწარგანჩინება პროტესტანტიზმში ==
[[პროტესტანტიზმი]]ს მიხედვით ადამიანს არ აქვს თავისუფალი ნება. ადამიანის თავისკენ მომართვაში ერთმანეთს ეშმაკი და ღმერთი ეცილებიან და ადამიანი იქითკენ მიდის, რომლის ძალისხმევაც უფრო მეტი იქნება. ამ დებულების მიხედვით, მადლის გარდამოსვლა გარკვეულ ადამიანებზე ხდება წინასწარგანსაზღვრულად და არა მათი დამსახურებების მიხედვით.
 
ადამიანურ დეტერმინიზმს არ ეთანხმებიან [[მართლმადიდებელი ეკლესია|მართლმადიდებელი]] და [[კათოლიკური ეკლესია|კათოლიკური]] ეკლესიები, რომელთა პოზიციითაც, ქრისტეს მოსვლის ერთ–ერთი შედეგი იყო მანამდე არსებული ადამიანის ფატალური მდგომარეობის შეცვლა, პიროვნებისათვის თავისუფალი ნებისა და არჩევანის შესაძლებლობის მინიჭება და ამით მათზე პასუხისმგებლობის დაკისრება. წინასწარგანჩინების პირობებში ადამიანისათვის რაიმე საქციელის გამო პასუხის მოთხოვნა აზრს კარგავს.
 
რეფორმაციის მეთოდების გარდა ეს იყო ერთ–ერთი მთავარი პოზიცია, სადაც [[დესიდერიუს ერასმუსი]]სა და [[მარტინ ლუთერი]]ს შეხედულებები გაიყო.
 
== ლიტერატურა ==
*ფილოსოფია – ტ. რეხვიაშვილი, ვ. ჭიაურელი – თბილისი, 2006 წ. გვ. 234
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დეტერმინიზმი“-დან