კონსტანტინეს ნაბოძვარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
[[ფრანკთა იმპერია|ფრანკთა]] მეფემ [[პიპინ II]]–ის მეთაურობით ორგზის ([[754]] და [[756]] წწ.) ილაშქრა და სასტიკად დაამარცხა [[ლანგობარდები]]ს მეფე [[აისტულფი]]. ეს უკანასკნელი კი [[756]] წელს იძულებული გახდა, პაპ [[სტეფანე II (III)|სტეფანე II–სათვის]] გადაეცა [[რავენის საეგზარქოსო]]ს მიწები ([[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის იმპერიის]] ყოფილი ტერიტორია) და [[რომის ოლქი]]ს ტერიტორიები. ასე ჩაეყარა საფუძველი პაპების საერო ხელისუფლებას [[იტალია]]ში. ამგვარად, [[VIII საუკუნე]]ში შეიქმნა პაპების საეკლესიო სამეფო, რომელიც შემდეგ, მთელი [[შუა საუკუნეები]]ს მანძილზე საერთაშორისო ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
 
რავენის საეგზარქოსოს მიწებისა და რომის ოლქის ტერიტორიების პაპისათვის გადაცემა სათანადო აქტითაც გაფორმდა, მაგრამ ეს არცთუ ისე მისაღები აღმოჩნდა პაპებისათვის, რადგან იგი პაპებს [[კაროლინგების დინასტია|კაროლინგებისადმი]] დაქვემდებარებულს ხდიდა. მოპოვებული საერო ხელისუფლება „კანონიერი“ რომ გაეხადათ, პაპებმა დაიწყეს თავიანთი უფლებების თეორიული დასაბუთება, იმის დამტკიცება, რომ ეს საჩუქარი მომდინარეობდა არა [[პიპინ მოკლე]]საგან, არამედ იმპერატორ [[კონსტანტინე I დიდი|კონსტანტინე დიდისაგან]] ([[306]]–[[337]] წწ). ასე ჩაეყარა საფუძველი ყალბ დოკუმენტს, ე.წ. „კონსტანტინეს ნაბოძვარს“ (Donatio Konstantini).
 
პაპები კონსტანტინეს პიროვნებაზე შემთხვევით არ შეჩრებულან. იგი იყო პირველი ოფიციალური პიროვნება, იმპერატორი, რომელიც ქრისტიანული წესით მოინათლა და რომელმაც [[ქრისტიანობა]] ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა, თუმცა, ეს ფაქტი პაპებმა სხვაგვარად წარმოსახეს წინასიტყვაობაში, რომელიც „კონსტანტინეს ნაბოძვარს“ წაუმძღვარეს. მათი აზრით, იმპერატორის განკურნება საშინელი სენისაგან (კეთრისაგან) შეუძლებელი გახდა, სანამ საქმეში არ ჩაერია პაპი [[სილვესტერ I]]. ამ უკანასკნელმა [[323]] თუ [[324]] წელს იმპერატორი მონათლა და იგი კეთრისგან განკურნა. სამაგიეროდ, იმპერატორმა პაპს უბოძა საიმპერატორო ნიშნები: ქალაქი რომი, იტალიისა და მთელი დასავლეთის ქვეყნები და ქალაქები, სამაგიეროდ თავისთვის დაიტოვა იმპერიის აღმოსავლეთი ნაწილი. კონსტანტინეს პიროვნება პაპებისთვის იმიტომაც იყო მისაღები, რომ მას უფრო ადვილად წარმოაჩენდნენ ეკლესიის ქველმოქმედად, რადგან იგი დიდ მზრუნველობას იჩენდა ეკლესიათა და სამღვდელოების მატერიალური უზრუნველყოფისათვის; ასევე მის სახელს უკავშირდება ქრისტიანული ტაძრების მშენებლობა [[პალესტინა]]სა და სხვა ადგილებში. ამას ემატება დედაქალაქის გადატანა აღმოსავლეთში [[330]] წელს და, რამდენადაც პაპი კვლავ რჩებოდა რომში, ამ გარემოებას შეეძლო წარმოეშვა აზრი ხელისუფლებათა გამოყოფის შესახებ.