საქართველოს რკინიგზა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: zh:格鲁吉亚铁路
ხაზი 40:
კახეთის სარკინიგზო ხაზმა, რომლის მშენებლობა 1915 წელს დასრულდა, საქვეყნოდ ცნობილი ღვინოების („მუკუზანი“, „წინანდალი“, „რქაწითელი“, „მანავის მწვანე“და სხვ.) მწარმოებელი რაიონები მოიცვა. 1923 წელს „ფერლის“ სერიის ელმავლები „ე“ და „სუ“ სერიის ორთქმავლებით შეიცვალა. სურამის უღელტეხილის ელექტროფიკაციასთან ერთად, ექსპლოატაციაში შემოვიდა „ჯენერალ ელექტრიკის“ ფირმის „ს-10“ სერიის ელმავლები.
 
1932 წელს ხაშურში აშენდა პირველი საელმავლო დეპო, სადაც „ვლ-19“ სერიის პირველმა საბჭოთა ელმავალმა გამოცდა გაიარა. ამჟამად ეს პირველი ელმავალი ხაშურის სადგურში, კვარცხლბეკზეა დამონტაჟებული. საქართველოს რკინიგზის ისტორიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი თარიღი [[1932]] წლის [[16 აგვისტო|16 აგვისტოა]], ამ დღეს — საბჭოთა კავშირში პირველად — სურამის უღელტეხილზე პირველმა ელმავალმა გაიარა. ამ დღიდან დაიწყო სარკინიგზო უბნების ელექტრულ წევაზე ეტაპობრივი გადასვლის პროცესი, რაც 1967 წლის ნოემბერში იქნა დასრულებული. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის შედეგი გახლავთშედეგია ის, რომ მოხდა საქართველოს რკინიგზის ყველა უბანის, მათ შორის ბორჯომი-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი ხაზის ელექტროფიცირება.
 
1974 წლიდან რკინიგზაზე მოძრაობას იწყებს თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნის მიერ გამოშვებული თანამედროვე „ვლ-10“ და „ვლ-11“ სერიის ელმავლები.