ოთხმოცი დღე დედამიწის გარშემო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის დამატება: hu:Nyolcvan nap alatt a Föld körül (regény)
ხაზი 15:
 
==სიუჟეტი ==
ისტორია იწყება [[ლონდონი|ლონდონში]], [[1872]] წლის [[2 ოქტომბერი|2 ოქტომბერს]]. ფილეას ფოგი, ერთ–ერთი მთავარი პერსონაჟი, მდიდარი [[ინგლისელები|ინგლისელი]], უცოლო, ცხოვრობს ბერლინგტონ გარდენში, სევილ–როუს შვიდ ნომერში ერთ მყუდრო და კომფორტულ სახლში. ამ დღეს მას მსახურად დაუდგება ვინმე ჟან პასპარტუ, ეროვნებით [[ფრანგები|ფრანგი]]. მისტერ ფოგი, როგორც ნაწარმოებიდან ვიგებთ საკმაოდ მშვიდი, ფლეგმატური და აუღელვებელი ადამიანია. ამავე დღეს იგი სანაძლეოს დადებს რეფორმ კლუბის პატივცემულ ჯენტლმენებთან, რომ შეძლებს და შემოუვლის დედამიწას 80 დღეში. მისტერ ფოგი, თავადაც ამ კლუბის წევრი გახლავთწევრია, დავა კი გამოწვეულია სტატიით „[[დეილი ტელეგრაფი|The Daily Telegraph]]”-დან, სადაც მოთხრობილია [[ინდოეთი|ინდოეთში]] [[რკინიგზა|სარკინიგზო]]. მისტერ ფოგი სასწორზე დიდძალ თანხას დებს და იმავე დღეს გაუდგება გზას. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ერთი ამბავი, რომელიც ლონდონში საყოველთაო განსჯის საგანი გახდა.
 
[[29 სექტემბერი|29 სექტემბერს]] [[ინგლისი|ინგლისის]] ბანკის მთავარი მოლარის მაგიდიდან მოპარულ იქნა ბანკონოტების შეკვრა – 55 ათასი გირვანქა [[ფუნტი სტერლინგი]]. ეს ამბავი შემდგომში მისტერ ფოგს უამრავ სიძნელეს შეუქმნის. თუმცა მანამდე იგი მიემგზავრება მოგზაურობაში, მის ერთგულ მსახურ პასპარტუსთან ერთად. ისინი გაივლიან [[იტალია|იტალიას]], [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვას]] და [[სუეცის არხი|სუეცის არხით]] მოხვდებიან მეწამულ ანუ [[წითელი ზღვა|წითელ ზღვაში]]. [[ბენგალის სრუტე|ბენგალის სრუტის]] გავლით ჩადიან [[ბომბეი|ბომბეიში]], აქ სხდებიან მატარებელში, მათდა სამწუხაროდ [[რკინიგზა|სარკინიგზო]] მაგისტრალი სარემონტო სამუშაოების გამო შუა გზაში წყდება და კალკუტამდე მისასვლელად ისინი [[სპილო|სპილოს]] ქირაობენ. გზაში სიკვდილისაგან იხსნიან ახალგაზრდა [[ინდოელები|ინდოელ]] [[ქალი|ქალს]], რომელიც მათი მეგზური ხდება. ჩადიან [[კალკუტა|კალკუტაში]] და [[გემი]] „რანგუნით“ მიემგზავრებიან [[სინგაპური|სინგაპურში]], სინგაპურიდან კი [[ჰონგ–კონგი|ჰონგ–კონგამდე]], შემდგომაა [[შანხაი]] და [[იოკოჰამა]]. სხდებიან „კაპიტან გრანტში“ და მიემგზავრებიან [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკის შეერთებულ შტატებში]], [[სან ფრანცისკო|სან ფრანცისკოში]], [[მატარებელი|მატარებლითა]] და ფრიად უჩვეულო ტრანსპორტით მიაღწევენ [[ნიუ–იორკი|ნიუ–იორკს]] და გემით გაემგზავრებიან [[ინგლისი|ინგლისში]], [[ლივერპული|ლივერპულში]]. აქ კი მისტერ ფოგს ტყვეობა ელოდება. მას შეცდომით დააკავშირებენ ჩვენს მიერ ზემოთ ხსენებული ქურდობასთან, მაგრამ გაუგებრობა მალე გაირკვევა და ჩვენი მოგზაურები ჩააღწევენ [[ინგლისი|ინგლისს]].
ხაზი 30:
File:Around the World in Eighty Days - map.jpg|მოგზაურობის მარშუტი
</gallery>
 
==თემა==
მაშინ, როდესაც იწერებოდა „80 დღე დედამიწის გარშემო“, მძიმე პერიოდი იდგა [[საფრანგეთი|საფრანგეთისათვის]] და თავად [[ჟიულ ვერნი|ჟიულ ვერნისათვის]]. მიმდინარეობს [[საფრანგეთი|საფრანგეთ]]–[[პრუსია|პრუსიის]] [[ომი]] ([[1870]] – [[1871]] წწ.). [[ჟიულ ვერნი|ვერნი]] გაიწვიეს სანაპიროს დაცვად. ამავე პერიოდში ფინანსურ კრიზისშია, გარდაეცვალა მამა. მიუხედავად ყოველივესი ვერნი გულმოდგინედ მუშაობს მის ახალ რომანზე „80 დღე დედამიწის გარშემო“, რომლის იდეაც თავში მოუვიდა ერთ დღეს, [[პარიზი|პარიზის]] კაფეში, გაზეთის კითხვისას.