ერნან კორტესი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 13:
}}
'''ერნანდო კორტეს დე მონროი ი პისარო ალტამირანო''' ({{lang-es|Hernando Cortés de Monroy y Pizarro Altamirano}}), ''ცნობილი როგორც'' '''ერნან''' '''კორტესი''' ({{lang-es|Hernán Cortés}}; დ. [[1485]], [[მედელინი (ესპანეთი)|მედელინი]], [[ბადახოსის პროვინცია]] – გ. [[2 დეკემბერი]] [[1547]], [[კასტილიეხა-დე-ლა-კუესტა]], [[სევილიის პროვინცია]]) — ესპანელი [[კონკისტადორი]]. [[მექსიკა|მექსიკის]] დამპყრობელი და [[აცტეკები|აცტეკთა]] იმპერიის გამანადგურებელი. იმპერატორმა [[კარლ V ჰაბსბურგი|კარლ V ჰაბსბურგმა]] მას მიანიჭა [[ოახაკა (შტატი)|ოახაკის]] ხეობის მარკიზის ტიტული. მისი ცხოვრების შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციაა შემონახული, ამიტომ კორტესის პიროვნებისა და მემკვიდრეობის შესახებ ისტორიკოსები საკმაოდ განსხვავებულ ვარაუდებს გამოთქვამენ.
 
==ბიოგრაფია==
დაიბადა [[1485]] წელს [[ესტრემადურა|ესტრემადურის]] ქალაქ [[მედელინი (ესპანეთი)|მედელინში]], რომელიც იმ პერიოდში შედიოდა [[კასტილია|კასტილიის]] შემადგენლობაში. მამამისი უძველესი გვარის შთამომავალი იყო, მაგრამ გაკოტრდა და მსახურობდა ქვეითთა ბრიგადის კაპიტნად. მამის ხაზით იგი [[ნიკოლას დე ოვანდო]]ს, [[ჰაიტი (კუნძული)|ესპანიოლის]] პირველი გუბერნატორის, შორეული ნათესავი, ხოლო დედის ხაზით [[ფრანსისკო პისარო]]ს, [[პერუ]]ს დამპყრობელის, ნათესავი იყო (მისი შთამომავალი, სახელად ასევე ფრანსისკო პისარო, თან ახლავს კორტესს მექსიკის დაპყრობისას).
 
კორტესის ისტორიკოსი [[ფრანსისკო ლოპეს დე გომარა]], მას აღწერს როგორც, სუსტ, ავადმყოფ ბავშვს, რის გამოც გადაუწყვეტია გამხდარიყო იურისტი ან მღვდელი. 14 წლის ასაკში სასწავლებლად შევიდა [[სალამანკის უნივერსიტეტი|სალამანკის უნივერსიტეტში]]. ამ პერიოდის წყაროები შემორჩენილი არაა, მაგრამ როგორც მისი მეფისადმი მიწერ-მოწერით ირკვევა სწავლობდა [[სამართალი|სამართალსა]] და [[ლათინური ენა|ლათინურს]].
 
ორი წლის შემდეგ მიატოვა უნივერსიტეტი, იმედები გაუცრუა საკუთარ მამას, რომელსაც სურდა შვილის სწავლით აემაღლებინა ოჯახის სოციალური სტატუსი. მალევე კორტესმა [[სევილია]]ში დაიწყო მუშაობა ნოტარიუსად.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერნან_კორტესი“-დან