ულის გრანტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ულის სიმპსონ გრანტი''' ({{lang-en|Ulysses Simpson Grant;}} დ. [[27 აპრილი]], [[1822]] — გ. [[23 ივლისი]], [[1885]]) — [[ამერიკელები|ამერიკელი]] პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, [[აშშ|ამერიკის შეერთებული შტატების]] რიგით მე-18 [[აშშ-ის პრეზიდენტი|პრეზიდენტი]] [[1869]]-[[1877]] წლებში, იუნიონის ჯარების წამყვანი გენერალი [[აშშ-ის სამოქალაქო ომი|აშშ-ის სამოქალაქო ომში]], აშშ-ის ჯარების [[გენერალ-ანშეფი]] 1864-1869 წლებში.
 
ულისე გრანტი 1822 წელს ოჰაიოში დაბაღის ოჯახში დაიბადა. გრანტი საკუთარი სურვილის წინააღმდეგ 17 წლის ასაკში [[აშშ-ის სამხედრო აკადემია]]ში შევიდა. 1846 წელს აკადემიის დამთავრებიდან სამი წლის შემდეგ იგი [[ამერიკა-მექსიკის ომი|ამერიკა-მექსიკის ომში]] მსახურობდა როგორც [[ლეიტენანტი]], სადაც [[უინფილდ სკოტი]]ს და მომავალი პრეზიდენტის [[ზაქარი ტეილორი]]ს ქვეშევრდომი იყო. ამერიკა-მექსიკის ომის შემდეგ, რომელიც 1848 წელს დასრულდა, გრანტი არმიაში დარჩა, მაგრამ 1854 წელს უეცრად თანამდებობიდან გადადგა. ის შემდგომ წლებში სხვადასხვა პროფესიით მუშაობდა. სამოქალაქო ომის დროს იგი იუნიონის ჯარებს შეუერთდა.
 
1861 წელს პრეზიდენტმა [[აბრაამ ლინკოლნი|აბრაამ ლინკოლნმა]] გრანტი მოხალისეთა [[ბრიგადის გენერალი|ბრიგადის გენერლად]] დანიშნა. მისი ხელმძღვანელობით იუნიონმა პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, როდესაც [[ტენესი|ტენესში]] [[ჰენრის ფორტის ბრძოლა|ჰენრის]] და [[ონელსონის ფორტის ბრძოლა|ონელსონის]] ფორტები აიღეს. [[შაილოს ბრძოლა|შაილოს ბრძოლის]] დროს იგი [[კონფედერაციული შტატები|კონფედერაციი]]ს ჯარების მოულოდნელ თავდასხმას არ ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ მან შეძლო ბრძოლის მოგება, დიდმა დანაკარგებმა საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია. 1863 წელს გრანტმა [[ბიკსბურგის ალყა|ბიკსბურგის ალყის]] და [[ჩატანუგას კამპანია|ჩატანუგას კამპანიის]] დროს მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, რამაც მას ლინკოლნის ყველაზე აგრესიული და წარმატებული გენერლის რეპუტაცია შეუქმნა. 1864 წელს იგი რეგულარული არმიის [[გენერალ-ლეიტენანტი]] და აშშ-ის არმიის [[გენერალ-ანშეფი]] გახდა. გრანტი კოორდინირებულ სტრატეგიას აღასრულებდა, რომელიც ერთდროულად სამხრეთის არმიის და ეკონომიკური შესაძლებლობების განადგურებისთვის შეტევას გულისხმობდა. 1865 წლის აპრილში რთული ბრძოლების შემდეგ მან [[კონფედერაციული შტატები|კონფედერატების]] გენერლის [[რობერტ ლი]]ს კაპიტულაცია მიიღო.
 
იუნიონის გამარჯვებამ გრანტს პოპულარობა მოუტანა. მან აშშ-ის ორ საპრეზიდენტო არჩევნებში [[აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1868)|1868]] და [[აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1872)|1872]] წლებში გაიმარჯვა როგორც [[რესპუბლიკური პარტია (აშშ)|რესპუბლიკელმა]] და [[ენდრუ ჯექსონი]]ს პრეზიდენტობიდან 40 წლის შემდეგ პირველი პრეზიდენტი გახდა, ვინც პოსტზე ორი სრული ვადა გაატარა. იგი პრეზიდენტის რანგში [[რეკონსტრუქცია]]ს ხელმძღვანელობდა, რაშიც მნიშვნელოვანი სამოქალაქო უფლებების კანონმდებლობა იყო. მან სამხედრო თანამშრომლების ნაწილი თეთრ სახლში გადაიყვანა. მისი ადმინისტრაცია სკანდალებში იყო გახვეული, რაც [[ნეპოტიზმი|ნეპოტიზმში]] და პოლიტიკურ [[კორუფცია]]ში გამოიხატებოდა.
 
გრანტმა პოსტი 1877 წელს დატოვა, რის შემდეგაც ორი წელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში გაატარა. [[აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (1880)|1880]] წელს მან მესამე ვადით პრეზიდენტობა სცადა, თუმცა არჩევნებში [[რესპუბლიკური პარტია (აშშ)|რესპუბლიკელთა]] ნომინაციის მოპოვება ვერ შეძლო. მას სიცოცხლის ბოლო წლებში ფინანსური პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მემუარები დაწერა, რომელმაც ვეტერანებს, საზოგადოებასა და კრიტიკოსებს შორის დიდი წარმატება ჰპოვა. 1884 წელს გრანტმა შეიტყო, რომ ყელის კიბო ჰქონდა. იგი მემუარების წერის დასრულებიდან ორი დღეში 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი შემწყნარებლობის გამო კორუფციის მიმართ, ისტორიკოსების მიერ იგი წარუმატებელ პრეზიდენტადაა მიჩნეული. მაგრამ [[სამოქალაქო უფლებები]]ს და [[აფრიკელი-ამერიკელები]]ს მხარდაჭერის გამო, ბოლო წლებში მისი რეპუტაცია ზოგიერთი მეცნიერის თვალში ამაღლდა<ref>See Skidmore (2005); Bunting (2004), Scaturro (1998), Smith (2001) and Simpson (1998); [http://www.msnbc.msn.com/id/29216774/ List of presidential rankings. Historians rank the 42 men who have held the office.] AP via MSNBC. msn.com. Last visited February 16, 2009. See [[Historical rankings of United States Presidents|list of greatest presidents]].</ref>. გრანტის პორტრეტი 50 [[ამერიკული დოლარი|დოლარიან]] ბანკნოტზეა გამოსახული.
 
პრეზიდენტობის ორივე ვადის შემდეგ, გრანტი ფინანსური კომპანიის პარტნიორი გახდა, რომელიც მოგვიანებით გაკოტრდა და გრანტს სიცოცხლის ბოლო წლებში ფინანსური პრობლემები შეექმნა, რის გამოც მემუარები დაწერა, რომელმაც ვეტერანებს, საზოგადოებასა და კრიტიკოსებს შორის დიდი წარმატება ჰპოვა. 1884 წელს გრანტმა შეიტყო, რომ ყელის კიბო ჰქონდა. იგი მემუარების წერის დასრულებიდან ორი დღეში 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი შემწყნარებლობის გამო კორუფციის მიმართ, ისტორიკოსების მიერ იგი წარუმატებელ პრეზიდენტადაა მიჩნეული. მაგრამ [[სამოქალაქო უფლებები]]ს და [[აფრიკელი-ამერიკელები]]ს მხარდაჭერის გამო, ბოლო წლებში მისი რეპუტაცია ზოგიერთი მეცნიერის თვალში ამაღლდა<ref>See Skidmore (2005); Bunting (2004), Scaturro (1998), Smith (2001) and Simpson (1998); [http://www.msnbc.msn.com/id/29216774/ List of presidential rankings. Historians rank the 42 men who have held the office.] AP via MSNBC. msn.com. Last visited February 16, 2009. See [[Historical rankings of United States Presidents|list of greatest presidents]].</ref>. გრანტის პორტრეტი 50 [[ამერიკული დოლარი|დოლარიან]] ბანკნოტზეა გამოსახული.
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
{{სქოლიოს სია}}
 
{{commons|Ulysses S. Grant|ულის გრანტი}}