წმინდა ნინო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 258:
როგორც უკანასკნელი გამოკვლევებით დგინდება, წმ. ნინო გარდაიცვალა ქართლში მოსვლიდან მეთხუთმეტე, ანუ დაახ. 332 წელს, 31 წლის ასაკში, ხოლო მისი გარდაცვალების მიზეზი იყო „სიცხე და ჴურვება“, რაც დღევანდელი ტერმინოლოგიით მალარიას შეესაბამება.<ref>ნ. ნიკოლოზიშვილი, რ. შენგელია, წმინდა ნინოს გარდაცვალების მიზეზი, "ლიტერატურა და ხელოვნება", 2006, N9; ლევან ქურციკაშვილი, კიდევ ერთხელ წმინდა ნინოს აღსასრულზე, „ჩვენი მწერლობა“ (გამოხმაურება ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილისა და რამაზ შენგელიას წერილზე "წმინდა ნინოს გარდაცვალების მიზეზი"), 2006, N23, გვ.41-42</ref>
 
განმანათლებლის სიკვდილით დამწუხრებულმა [[მირიან III |მირიან მეფემ]] განიზრახა, რომ წმინდანი მცხეთაში გადმოესვენებინა და სვეტიცხოვლის წინ დაეკრძალა, მაგრამ ორასმა კაცმაც კი ვერ დაძრა ის მცირე საკაცე, რომელზედაც ნინო აღესრულა. ამის გამო წმინდანის გვამი დაკრძალეს [[ბოდი |ბოდში]] და მთელი სამეფო მას ოცდაათი დღე გლოვობდა. მირიან მეფემ წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილას ეკლესია ააშენა, ხოლო ნანა დედოფალს ანდერძით დაუბარა, რომ სამეფო სალარო ორად გაეყო და ერთი ნაწილი ნინოს საფლავისთვის შეეწირა, რათა თავისი ბუნებრივი სიმწირის გამო დიდება არ მოკლებოდა იმ ადგილს. ასევე, მეფემ მთავარეპისკოპოსს სთხოვა, რომ იმ ადგილის საპატივსაცემოდპატივსაცემად დღესასწაული დაეწესებინა.
 
==წმინდა ნინო უცხოურ წერილობით ტრადიციაში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წმინდა_ნინო“-დან