ვოლფგანგ პაული: განსხვავება გადახედვებს შორის

(r2.7.2) (ბოტის დამატება: pms:Wolfgang Pauli)
 
== ბიოგრაფია ==
ვოლფგანგ პაული დაიბადა [[1900]] წლის [[25 აპრილი|25 აპრილს]], [[ვენის უნივერსიტეტი]]ს პროფესორის, ვოლფგანგ იოზეფ პაულის ოჯახში. მეორე სახელი მომავალმა მეცნიერმა მიიღო ნათლიის, ფიზიკოს [[ერნსტ მახი]]ს საპატივსაცემოდპატივსაცემად. [[1918]] წელს პაულიმ დაამთავრა გიმნაზია. სწავლის გასაგრძელებლად მან ამოირჩია [[მიუნხენი]], სადად იმჟამად მუშაობდა მიუნხენის თეორიული ფიზიკის ფუძემდებელი [[ზომერფელდი, არნოლდ|არნოლდ ზომერფელდი]]. პირველი ორი ნაშრომი, რომელიც 1919 წელს პაულიმ შეასრულა ზომერფელდის ხელმზღვანელობით, დაკავშირებული იყო [[ფარდობითობის ზოგადი თეორია|ფარდობითობის ზოგად თეორიასთან]]. 1920 წელს, ზომერფელდის დავალებით პაული იწყებს მუშაობას ენციკლოპედიისათვის, ფარდობითობის თეორიის სტატიაზე, რომლის შესახებ შემდგომში [[ალბერტ აინშტაინი]] იტყვის: „ის, ვინც წაიკითხავს ამ ნაშრომს, ძნელად თუ დაიჯერებს, რომ მისი ავტორი მხოლოდ 21 წლისაა. გაუგებარია, რისი უფრო მეტად უნდა გვიკვირდეს: იდეათა ღრმა ფსიქოლოგიური გაგების, თუ შეუდარებელი მათემატიკური დასკვნების“.
 
[[1921]] წელს პაული გადადის [[გეტინგენი|გეტინგენში]], სადაც იგი იწყებს მუშაობას [[მაქს ბორნი]]ს ხელმძღვანელობით. დაწყებული 1920 წლიდან, პაული დიდ ყურადღებას აქცევდა ატომებთან და მათ სპექტრთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამასთან დაკავშირებით ჩატარებულმა კვლევებმა, მეცნიერი მიიყვანეს მის ცხოვრებაში მომხდარ უდიდეს აღმოჩენამდე. 1924 წელს ვოლფგანგ პაული აყალიბებს მიკროსამყაროს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს კანონს, რომელიც მეცნიერებაში „[[პაულის პრინციპი]]თაა“ ცნობილი.