ხობის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 10:
შუა საუკუნეებში ხობის მონასტერი დასავლეთ [[საქართველო]]ს კათალიკოსის რეზიდენციას წარმოადგენდა.
 
უძველესი დოკუმენტი, რომელშიც ხობია მოხსენიებული, გახლავთ არის ჯვრის სამონასტრო მატიანეში შეტანილი აღაპი, სადაც მოხსენიებულნი არიან ცოტნე დადიანის ოჯახის წევრები და ახლობელი პირები. მათ შორის ეგნატე, ხობის წინამძღვარი. მოსახსენიებელ¬ში ნათქვამია: ქ. ამასვე დღესა აღაპი ეგნატი ხოპისა წინამძღვრისა.
 
ხობის ტაძარი შერგილ დადიანის ოჯახის განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა. აქ დაცულია კიდეც შერგილის, მისი მეუღლე ნათელისა და ყმაწვილ ცოტნეს ფრესკები. ისევე, როგორც ლაშა-გიორგის გაუგზავნია იერუსალიმში მოსახსენიებელთა განსაწესებლად მესტუმრე შალვა, შერგილ დადიანსაც წარუგზავნია იქ ეგნატე ხობისა წინამძღვარი, და ბარამ უშაფათელისძე. დოკუმენტში მოხსენიებულია ასევე ეგნატეს დედა ნისიმე და მისი ძმა ყელგრძელი. რადგან ეგნატე ხობის წინამძღვრად მოიხსენიება, უნდა ვიფიქროთ, რომ ამ პერიოდში ხობი საწინამძღვრო იყო და, როგორც ჩანს, იმდროინდელმა ოდიშის ხელისუფლებამ, ხობის წინამძღვრის სახით, მხარის უმაღლესი საეკლესიო წარმომადგენლობა გააგზავნა.