ატამი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის წაშლა: cr:Min kamilauat (missing)
No edit summary
ხაზი 20:
ატმის ხე ან ბუჩქი იზრდება 7 - 8 მ-მდე, ფოთოლი ლანცეტისებრია, ორსქესიანი ყვავილის გვირგვინის ფურცლები ვარდისფერი ან აგურისფერია, ნაყოფი (ჯიშების მიხედვით) სხვადასხვა სიმსხოსია, წონით 250 გ არწევს. ატმის ნაყოფი სახრავი ან საპობია, კანი მომწვანო, თეთრი, ყვითელი ან მოწითალოა. იგი შებუსული ან გლუვია ([[ვაშლატამა]]). რბილობი თეთრია ან ყვითელი. შეიცავს (%-ით) 7 - 12 შაქარს, 0,08 - 1,02 მჯავებს, 0,5 - 1,2 პექტინოვან ნივთიერებას, ვიტამინებსა და სხვა. ნაყოფი (ჯიშების მიხედვით) ივნისიდან ოქტომბრის შუა რიცვებამდე მწიფდება. მცირე ნაყოფს იძლევა დარგვიდან მეორე წელს, 5 წლიდან სრულმოსავლიანია. ცოცხლობს 15 - 16 წლამდე. სითბოს მოყვარული, სიცხისა და გვალვის ამტანი მცენარეა. კარგად და ხანგრძლივად ხარობს ალუვიურ-კარბონატულ ნიადაგებზე. მისი გავრცელების არეალი დაახლოებით ჩრდილოეთის განედი 50° და სამხრეთის განედი 40° აღწევს. ატმის კულტურას სამრეწველო მნიშვნელობა აქვს [[უზბეკეთი|უზბეკეთში]], [[ტაჯიკეთი|ტაჯიკეთში]], [[საქართველო]]ში, [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]], [[სომხეთი|სომხეთში]], [[დაღესტანი|დაღესტანსა]] და [[ყირიმი|ყირიმში]].
 
საქართველოში დარაიონებულია ატმის 11 ჯიში, აქედან ქართლის ზონისათვის ხალხური სელექციით შექმნილი საკონსერვო და სუფრის მსხვილნაყოფიანი, მკვრივხორციანი სახრავი ჯიშებია: [[ხიდისთაური]] - ვარდისფერი, თეთრი, ყვითელი - ბერების. კახეთის ადგილობრივი ჯიშებიდან ფართოდაა გავრცელებული საშემოდგომო კახური თეთრი, [[გავაზური]], ხირსული. ქართველმა სელექციონერებმა გამოიყვანეს საკონსერვო საგვიანო ატმის ახალი ჯიშები: ბესტავაშვილი და წედისური, აგრეთვე საადრეო სუფრის ჯიშები: [[ნობათი]], [[ერისთავის ვარდისფერი]], [[გორული საადრეო]], [[სკრის საადრეო]], სანდო. შემოტანილი ჯიშებიდან: ამსდენი და ელბერტი. მრავლდება თესლითა და ვეგეტატიურად (მყნობით). საძირედ იყენებენ ატმის, ტყემლისა და ნუშის ნათესარს. ატმისაგან მზადდება [[ჩირი]], [[მურაბა]], [[წვენი]] და [[კომპოტი]]. ატამს ყველაზე მეტად აზიანებს [[ატმის ფოთლის სიხუჭუჭე]], [[ნაცარი]], [[კლასტეროსპორიოზი]], კურკოვანთა ნაადრევი ხმობა; მავნებლებიდან - ატმის მწვანე ბუგრი, ატმის ჩრჩილი.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ატამი“-დან