ბაგე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Tomato leaf stomate 1-color.jpg|270პქ|მინი|ჩვეულებრივი პომიდორის ბაგე; ელექტრონული მიკროსკოპი.]]
'''ბაგე''' — ნაპრალისებრი ხვრელი [[მცენარის ეპიდერმისი|მცენარის ეპიდერმისში]]. გარშემორტყმულია ორი ნახევარმთვარისებრი მკეტავი უჯრედით. ბაგეების სიგრძე მკეტავ უჯრედებიანად 80 მკმ აღწევს, სიგანე 40 მკმ, ბაგის ხვრელის სიგრძე კი 38 მკმ, სიგანე 7 მკმ. ხვრელის სიდიდის შეცვლით ბაგე არეგულირებს [[ტრანსპირაცია]]სა და [[აირცვლა]]ს. ბაგეების ხვრელის სიდიდის ცვლა ანუ ბაგეების მოძრაობა დამოკიდებულია მკეტავი უჯრედების გარსის არათანაბარ სისქესა და [[ტურგორი|ტურგორზე]]. ტურგორული წნევის ცვლა, თავის მხრივ დამოკიდებულია უჯრედის წყლით მაძღრობის ხარისხზე, რომელსაც ძირითადად ხსნადი შაქრების შემცველობა განაპირობებს. მკეტავი უჯრედების მოცულობის და ფორმის შეცვლა ბაგის ხვრელის ჩაკეტვას ან გაღებას იწვევს. ბაგე ჩვეულებრივ იხურება ღამით და დღის იმ მონაკკვეთში, როდესაც [[წყალი|წყლის]] [[აორთქლება]] მნიშვნელოვნად სჭარბობს შეწოვას. ბაგე დამახასიათებელია [[გვიმრანაირნი|გვიმრანაირების]], [[თესლოვანი მცენარეები]]სა და ზოგიერთი ხავსნაირისათვის. [[ფოთოლი|ფოთლის]] ზედაპირის 1 მმ²-ზე არის 100-300 -მდე ბაგე.
 
==რესურსები ინტერნეტში==
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბაგე“-დან