პარალიმპიური თამაშები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/MIKHEIL|MIKHEIL]]|2=2012 წლის 12 დეკემბერი}}
[[ფაილი:Paralympic flag.png|250პქ|მინი|ლოგო]]
[[ფაილი:Sir Ludwig Guttmann.jpg |250პქ|სერ ლუდვიგ გუტმანი]]
'''პარაოლიმპიური თამაშები''' — [[ოლიმპიური თამაშები]]ს მსგავსი საერთაშორისო სპორტული შეჯიბრება თანდაყოლილი ან შეძენილი ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანებისთვის. [[საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი]]ს დახმარებით ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ, იქვე, სადაც ოლიმპიური თამაშები იმართება. ასპარეზობის შემოღების იდეა უკავშირდება ინგლისელი ნეიროქირურგის — [[ლუდვიგ გუტმანი]]ს სახელს, რომელმაც [[მეორე მსოფლიო ომი]]ს დროს ქალაქ [[ეილსბერი]]ში, სტიკ-მენდევილის ჰოსპიტლის ბაზაზე ხერხემლის ტრავმების სამკურნალო ცენტრი დააარსა. მან პირველმა ჩართო აქტიური [[სპორტი]] იმ ჯარისკაცთა რეაბილიტაციის პროცესში, რომლებსაც ზურგის ტვინი ჰქონდათ დაზიანებული. [[1948]] წლის [[28 ივლისი|28 ივლისს]] სტოკ-მენდევილის ჰოსპიტალში გაიმართა პირველი შეჯიბრება [[მშვილდოსნობა]]ში ინვალიდებს შორის მონაწილენი სარბიელზე ეტლებით გამოვიდნენ. ტურნირი სიმბოლურად დაემთხვა ლონდონის ოლიმპიური თამაშების გახსნის თარიღს. 1956 წელს ლუდვიგ გუტმანმა შეიმუშავა ქარტია, რომელიც საფუძვლად დაედო ინვალიდთა სპორტის განვითარებას მთელ მსოფლიოში. 1960 წელს, რომის XVII ოლიმპიური თამაშების დამთავრებისთანავე გაიმართა ინვალიდთა საერთაშორისო შეჯიბრება ერთდროულად რამდენიმე სპორტულ დისციპლინაში. მონაწილეობდა 23 ქვეყნის 400-მდე სპორტსმენი.
 
ხაზი 9:
 
ქართული პარაოლიმპიური კომიტეტი 90-იანი წლებიდან არსებობს, თუმცა პარაოლიმპიურმა კომიტეტმა განვითარება 2006 წლიდან დაიწყო და პირველად საქართველოს დელეგაციამ 2008 წლის პეკინის პარაოლიმპიურ თამაშებზე მიიღო მონაწილეობა. [[პეკინი|პეკინში]] საქართველოს სახელით ერთი ათლეტი — იაგო გორგოძე ასპარეზობდა ძალოსნობის დისციპლინაში და შედეგად მე-8 ადგილი დაიკავა.
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{Commons category|Paralympic Games}}
* [http://www.paralympic.org/ ოფიციალური ვებ–გვერდი]
* [http://geonoc.org.ge/museum/index.php?lang_id=GEO&sec_id=12 საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი]
* [http://www.paralympicsport.tv/ Paralympic Sport TV, web-TV channel of the International Paralympic Committee (IPC)]
* [http://www.paralympic.org/export/sites/default/Media_Centre/Media_Information/2009_07_Paralympic_Games_Facts_and_Figures.pdf Paralympic Games – Facts and figures]