მთიულასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 18:
}}
 
'''მთიულასებრნი''' (Fringillidae) — [[ფრინველები|ფრინველთა]] ოჯახი [[ბეღურასნაირნი|ბეღურასნართა]] რიგისა. ოჯახი მოიცავს 414 (468) სახეობას. მთიულასებრნი ფართოდ არის გავრცელებული აფრიკაში, პალეარქტიკაში, ამერიკაში. მათი სხეულის სიგრძე 8-25 სმ. მასა 7-100 გრამს აღწევს. ბევრი მათგანი კარგი მგალობელია. ნამდვილი მთიულების ქვეოჯახიდან საქართველოში ბუდობისას გვხვდება 13 ([[კულუმბურები|კულუმბური]], მწვანულა, [[ჩიტბატონა]], [[ჭივჭავი]], [[ჭვინთა]], [[წითელთავა მთიულა]], [[სტვენია]] და სხვა), ხოლო ზამთარში — 1 სახეობა (მთიულა). მონოგამებია. ბუდობენ წყვილებად. ბუდობისას იცავენ ე.წ. „საბუდარ ტერიტორიას“. კრუხობა გრძელდება 10-14 დღე-ღამე. იკვებებიან სარეველებისა და კულტურული მცენარეთა თესლით, კენკრით, იშვიათად მწერებით. მართვეებს კვებავენ საყლაპავი მილიდან ამონთხეული მარცვლებით, ზოგჯერ მწერებით. ზოგი მთიულასებრნი ([[კულუმბურები|კულუმბური]], მწვანულა) უმნიშვნელოდ აზიანებს მარცვლოვანსა და ბოსტნის კულტურებს.
==ლიტერატურა==
{{ქსე|6|673|ჟორდანია რ.}}
*''რ. ჟორდანია'', ქსე, ტ. 6, გვ. 673, თბ., 1983
 
[[კატეგორია:ბეღურასნაირნი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მთიულასებრნი“-დან