სოციალური კონტრაქტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ky:Коомдук келишим теориясы
No edit summary
ხაზი 3:
'''სოციალური კონტრაქტი''' აღნიშნავს თეორიათა ჯგუფს, რომლებიც ცდილობენ ახსნან თუ რატომ აყალიბებენ და იცავენ ადამიანები [[სახელმწიფო|სახელმწიფოებსა]] და [[საზოგადოებრივი წესრიგი|საზოგადოებრივ წესრიგს]]. სოციალური კონტრაქტის იდეა გულისხმობს იმას, რომ ადამიანები ნებაყოფლობით ამბობენ უარს გარკვეული უფლებებისა და ძალაუფლებების გამოყენებაზე და მათ სახელმწიფოს გადასცემენ, სანაცვლოდ კი, კანონის ძალით, უსაფრთხოებასა და წესრიგს ღებულობენ.
 
სოციალური კონტრაქტის თეორია წარმოადგნეს ქვაკუთხედს იმ იდეისა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების ნებისმიერი სახე ხალხისგან უნდა მოდიოდეს. სოციალური კონტრაქტის იდეის მიხედვით სახელმწიფოსა და საზოგადოების ჩამოყალიბების ამხსნელ ყველა თეორიაში საწყისი წერტილი არის ადამიანთა მდგომარეობა იმ პერიოდში, რომელისრომლის დროსაც არ არსებობს რაიმე სახის საზოგადოებრივი წესრიგი, ამ მდგომარეობას „[[ბუნებითი მდგომარეობა|ბუნებით მდგომარეობასაც]]“ უწოდებენ. ამ მდგომარეობაში ინდივიდის ქმედებები მხოლოდ მისი ძალის ზომითა და სინდისითაა შეზღუდული. ამ საერთო საწყისი წერტილიდან მოყოლებული, სოციალური კონტრაქტის თეორიის მომხრეები სხვადასხვა გზებით ცდილობენ ახსნან თუ რატომაა ერთი ინდივიდის ინტერესებში უარი თქვას სრულ თავისუფლებაზე და სანაცვლოდ პოლიტიკური წესრიგისგან სარგებელი მიიღოს.
 
[[ტომას ჰობზი]] (1651), [[ჯონ ლოკი]] (1689) და [[ჟან-ჟაკ რუსო]] (1762) კონტრაქტარიანიზმის ყველაზე ცნობილი ფილოსოფოსები არიან. სართო საწყისი წერტილის მიუხედავად, ისინი საკმაოდ განსხვავებულ დასკვნებამდე მივიდნენ. ჰობზი ძლიერი და ავტორიტარული მონარქიის მხარდამჭერი იყო, ლოკი მხარს ლიბერალურ მონარქიას უჭერდა, ხოლო რუსო - ლიბერალურ რესპუბლიკას. მათი შრომები [[კონსტიტუციური მონარქია|კონსტიტუციური მონარქიის]], [[ლიბერალური დემოკრატია|ლიბერალური დემოკრატიისა]] და [[რესპუბლიკანიზმი|რესპუბლიკანიზმის]] საძირკველს წარმოადგენენ.