ნაყოფი (მცენარე): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Fruit Stall in Barcelona Market.jpg|მინი|[[კულტურული ხილი]]ს ბაზარი]]
'''ნაყოფი''' ([[ლათ.]] fructus), [[ფარულთესლოვანი მცენარეები|ფარულთესლოვან მცენარეთა]] ორგანო, რომელიც წარმოიქმნება [[ყვავილი (ბოტანიკა)|ყვავილისაგან]] და შეიცავს ერთ ან მეტ თესლს, ვითარდება ორმაგი განაყოფიერების შემდეგ (გამონაკლისია პართენოკარპული ნაყოფები). ფარულთესლოვან მცენარეთა პრიმიტიულ ჯგუფებში ნაყოფი უშუალოდ გინეცეუმიდან ვითარდება (მაგ., [[ბაიასებრნი]]), უფრო მაღალი განვითარების ჯგუფებში ნაყოფის ფორმირებაში მონაწილეობს ყვავილის სხვა ნაწილებიც: ყვავილსაფარი, ყვავილსაჯდომი, გინოფორი, ჯამი, გვირგვინი, მტვრიანები და სხვა.
 
სხვადასხვა კლასიფიკაციით ნაყოფებს ყოფენ ნამდვილ (თუ ის განვითარებულია მხოლოდ ნასკვიდან) და ცრუ (თუ მის განვითარებაში მონაწილეობვს ყვავილის სხვა ნაწილებიც) ნაყოფად. ნამდვილი ნაყოფი თავის მხრივ იყოფა მარტივ (ერთი ნასკვიდან განვითარებული) და რთულ (აპოკარპული გინეცეუმიდან განვითარებული) ნაყოფად.