ოკუმა სიგენობუ: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
(განსხვავება არ არის)

19:21, 21 ოქტომბერი 2005-ის ვერსია

ოკუმა სიგენობუ (* 16 თებერვალი, 1838, საგა ― † 10 იანვარი, 1922, ტოკიო), იაპონიის სახელმწიფო მოღვაწე. საგის სამთავროს სამურაების ჩამომავალი. 1867-1868 რევოლუციის შემდეგ მაღალი თანამდებობები ეკავა ახალი მტავრობის საფინანსო და სამრეწველო უწყებებში. 1873-1881 მეთაურობდა ფინანსთა დეპარტამენტს. მჭიდროდ იყო დაკავშირებული მიცუბისის ფირმასთან (შემდგომ იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი კონცერნი).1882 დაარსა ბურჟუაზიული პარტია კაისინტო და 1888-მდე მონაწილეობდა ლიბერალური-კონსტიტუციურ მოძრაობაში (მემარჯვენე ფრთა).

1882 დაარსა ტოკიოს სპეციალური სკოლა, რომელიც 1903 ვასედას უნივერსიტეტად გადაკეთდა. 1907-1914 იყო ამ უნივერსიტეტის რექტორი. 1888-1889 და 1896-1897 საგარეო საქმეთა მინისტრი. 1898 პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი,1914-1916 პრემიერ-მინისტრი. ოკუმას მთავრობის სათავეში მეორედ ყოფნისას იაპონია ჩაება1914 აგვისტოს I მსოფლიო ომში (1914-1918).