ძველი მაკედონია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''მაკედონიის სამეფო''' ({{lang-el|Μακεδονία}}) — უძველესი სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში [[ძვ. წ. V საუკუნე|ძვ. წ. V]]-[[ძვ. წ. II საუკუნე]]ებში.<ref name=britannica>{{cite web|url=http://www.britannica.com/EBchecked/topic/354266/Macedonia|title=Macedonia|year=2008|work=[[Encyclopædia Britannica]]|publisher=Encyclopædia Britannica Online|accessdate=2008-11-03}}</ref> მას დასავლეთიდან ესაზღვრებოდა [[ეპირუსი]], ჩრდილოეთიდან [[პეონია]], აღმოსავლეთიდან [[თრაკია]] და სამხრეთიდან [[თესალია]]. მისი მოსახლეობის წარმომავლობის შესახებ მეცნიერებაში აზრთა სხვადასხვაობაა. საბერძნეთის მთავარი ცენტრებიდან დაშორებული და ზღვის სანაპიროს მოწყვეტილი მაკედონია საბერძნეთის სხვა ოლქებთან შედარებით ჩამორჩენილი იყო. მაკედონიაში ადრინდელ ხანაში ქალაქები თითქმის არ არსებობდა, მონობაც ნაკლებად იყო განვითარებული.
 
[[ძვ. წ. V საუკუნე]]ში, არგეადების[[არგეადები]]ს დინასტიის ხანაში, დაიწყო მაკედონიის გაერთიანება. მეფე ალექსანდრე I-ის მეფობის დროს (ძვ. წ. 495-450 წწ.) მთელი სამხრეთი მაკედონია გაერთიანდა, ხოლო მეფე [[არქელაე (მაკედონია)||არქელაეს]] (დაახლ. [[ძვ. წ. 413]]-[[ძვ. წ. 399|399]] წწ.) რეფორმებმა ხელი შეუწყვეს მაკედონიის განვითარებას. მის დროს სამეფოს დედაქალაქი [[ვერგინა|ეგიადან]] [[პელა]]ში გადაიტანეს.
 
მაკედონიის გაძლიერება, როდესაც ის პატარა სამეფოდან გახდა ბერძნული სამყაროს ერთ-ერთი დომინანტი სახელმწიფო, უკავშირდება [[ფილიპე II (მაკედონია)|ფილიპე II]]-ის ([[ძვ. წ. 359]]-[[ძვ. წ. 336|336]] წწ.) სახელს. მან შეძლო ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების დამორჩილება და იქ გაბატონება. [[ძვ. წ. 338]] წელს გამართული [[ქერონეიის ბრძოლა|ქერონეიის ბრძოლის]] შემდეგ, რომელშიც ფილიპემ ათენელები და სპარტელები დაამარცხა, მან ჩამოაყალიბა კორინთოს ლიგა. ფილიპე II-ის მიერ მოწვეულ კორინთოს კონგრესზე ([[ძვ. წ. 338]]-[[ძვ. წ. 337|337]] წწ.) ბერძნულმა ქალაქებმა სცნეს მაკედონიის ჰეგემონობა. მაკედონიამ ბერძნულ პოლისებში თავისი გარნიზონები ჩააყენა და მმართველობის ოლიგარქიული ფორმები დაამყარა.
 
ფილიპეს გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო არნახულად გაძლიერდამ მისი მემკვიდრის [[ალექსანდრე დიდი]]ს მეფობის პერიოდში. მან [[ძვ. წ. 336]]-[[ძვ. წ. 334|334]] წლებში ჯერ საბერძნეთი დაიმორჩილა, ([[სპარტა|სპარტის]] გამოკლებით) შემდეგ კი [[ძვ. წ. 334]]-[[ძვ. წ. 323|323]] წლებში [[აქემენიდების იმპერია|სპარსეთის იმპერია]] დაიპყრო და ინდოეთშიც კი შეიჭრა. სამეფოს ეს მდგომარეობა დიდხანს არ შეუნარჩუნებია, რადგან ალექსანდრეს გარდაცვალებისთანავე ის რამდენიმე ნაწილად დაიშალა. მაკედონიაში ძალაუფლებისათვის ბრძოლა [[ანტიგონიდები]]ს გამარჯვებით დასრულდა ([[ძვ. წ. 306]] წ.). ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებით დაიწყო [[ელინიზმი]]ს ეპოქა, რომელიც მაკედონიაში კრიზისით აღინიშნა. ქვეყნის დასუსტებას ხელს უწყბდა დიადოქოსების ბრძოლა ძალაუფლებისათვის და [[ძვ. წ. III საუკუნე|ძვ. წ. III საუკუნის]] 70-იან წლებში [[გალატები]]ს შემოსევა. ბერძნულ პოლისებს დამოუკიდებლობის აღდგენა უნდოდათ. ეს ბრძოლა განსაკუთრებით გაძლიერდა [[ეტოლიის კავშირი]]ს შექმნისა ([[ძვ. წ. 320]] წ.) და [[აქაველთა კავშირი]]ს აღდგენის ([[ძვ. წ. 280]] წ.) შემდეგ, მაგრამ [[ძვ. წ. 221]] წელს ქ. სელასიასთან მაკედონიამ [[სპარტა]] დაამარცხა და [[ლაკონიკე]] იძულებული გახდა მაკედონიის ბატონობა ეცნო. მაკედონიის მეფე [[ფილიპე V (მაკედონია)|ფილიპე V-მ]] ([[ძვ. წ. 221]]-[[ძვ. წ. 179]] წწ.) ეტოლიის კავშირის წინააღმდეგ [[ძვ. წ. 220]] წელს მოკავშირეთა ომი წამოიწყო, მაგრამ [[ძვ. წ. 217]] წელს, რადგან რომთან საბრძოლველად ემზადებოდა იძულებული გახდა ნავპაქტოსში ზავი დაედო [[სტატუს-კვო]]ს შენარჩუნების პირობებით. მაკედონია რომთან ბრძოლებში დამარცხდა [[მაკედონური ომები]]ს დროს, რომაელებმა მეფე [[პერსევსი (მაკედონია)|პერსევსი]]ს ([[ძვ. წ. 179]]-[[ძვ. წ. 168]] წწ.) ჯარი პიდნასთან გაანადგურეს. მაკედონია გაძარცვეს და 4 ოლქად დაყვეს. [[ძვ. წ. 148]] წელს მაკედონიაში იფეთქა ანტირომაულმა აჯანყებამ [[ანდრისკე]]ს მეთაურობით. აჯანყების ჩახშობის შემდეგ მაკედონია სამხრეთ ილირიასა და ეპირთან ერთად რომის პროვინციად გამოცხადდა.
 
==იხილეთ აგრეთვე==
*[[პირველი მაკედონური ომი]]
*[[მეორე მაკედონური ომი]]
*[[მესამე მაკედონური ომი]]
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|6|371-372}}
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
{{სქოლიოს სია}}
 
[[კატეგორია:ძველი საბერძნეთი]]