ძახველი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 23:
| ncbi =
}}
'''ძახველი''' ([[ლათ.]] Viburnum) — მცენარეთა გვარი [[ცხრატყავასებრნი|ცხრატყავასებრთა]] ოჯახისა. მეტწილად ფოთოლმცვივანი ბუჩქები ან პატარა ხეებია. 120-200 სახეობა გავრცელებულია [[ევროპა]]ში, [[აზია]]ში, [[ჩრდილოეთი აფრიკა|ჩრდილოეთ აფრიკასა]] და [[ამერიკა]]ში. დატოტვილი ბუჩქი, ან მცირე ზომის ხეა, მონაცრისფრო-რუხი დახეთქილი ქერქით. მისი სიმაღლე 1,5-4 მ აღწევს.<ref name="zmk">[http://www.ambioni.ge/zaxveli Viburnum – ძახველი – დახასიათება]</ref> [[საქართველო]]ში გავრცელებულია ტყიან ადგილებში თითქმის სუბალპურ ზონამდე. გვხვდება აგრეთვე მდინარის პირებზე, ზოგჯერ ბაღებშიც.<ref name="zmk" /> [[საქართველო]]ში ველურად მხოლოდ 3 სახეობა იზრდება; [[ჩვეულებრივი ძახველი]] ([[ლათ.]] Viburnum opulus) 2-4 მ სიმაღლის ბუჩქია. აქვს თეთრი [[ყვავილები]] და წითელი ნაყოფი (შეიცავს C ვიტამინს). ფოთლები ერთმანეთის საპირისპიროდაა განლაგებული, ზემოდან მუქი მწვანეა, დანაოჭებული, ქვემოდან უფრო ღია ფოთლის ყუნწს ფუძესთან ორი ძაფისებრი თანაფოთოლი აქვს. ყუნწები ზედა ნაწილში ჯირკვლებიანია. ნაყოფი ღია წითელი ფერისაა, ოვალური ან სფეროსებრი, წვნიანი, 1 სმ-მდე დიამეტრის მსხვილი კურკით.<ref name "mkg">[http://mkurnali.ambebi.ge/component/encyclopedia/?task=term&id=483 ჩვეულებრივი ძახველი - Viburnum opulus]</ref> ქერქი შეიცავს თრიმლავ ნივთიერებებს 2%-მდე, ფისებს 6,5%-მდე, ორგანულ მჟავებს, გლიკოზიდ ვიბურნინს, ფლავონოიდებს, ვიტამინებს C და K-ს, ნაყოფში ბევრია ასკორბინის მჟავა, შაქარი, სათრიმლავიმთრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები, კაროტინი, ვიტამინი PP.<ref name "mkg" /> დეკორატიული და კარგი თაფლოვანი მცენარეა.<ref name ="qse">{{ქსე|11|265-266|მანჯავიძე დ.|არა}}</ref>
 
ასევე კარგი დეკორატიული ბუჩქია [[მოლოზანა]] ([[ლათ.]] Viburnum orientalis), რომელიც ჩვეულებრივ ძახველს წააგავს. [[უზანი]] ([[ლათ.]] Viburnum lantana) საშუალო ზომის ბუჩქია. მისი ნაყოფი თავდაპირველად მწვანეა, შემდეგ წითელი, მწიფე კი შავი და პრიალა. სამივე სახეობა [[საქართველო]]ში როგორც ბარში, ისე მთაში, უმთავრესად ზომიერად ტენიან პირობებში იზრდება.<ref name ="qse" />
ხაზი 29:
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
 
[[კატეგორია:ცხრატყავასებრნი]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ძახველი“-დან