რეზო ჩხეიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
| ტონის ჯილდოები
}}
'''რევაზ (რეზო) დავითის ძე ჩხეიძე''' (დ. [[8 დეკემბერი]], [[1926]], [[ქუთაისი]]), [[ქართველები|ქართველი]] კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ სახალხო არტისტი ([[1980]]), [[პროფესორი]].
 
==ბიოგრაფია==
 
დაიბადა საბჭოთა რეჟიმის მიერ [[1937]] წელს დახვრეტილი ცნობილი მწერლის [[დავით ჩხეიძე|დავით ჩხეიძის]] (ლიტერატურული ფსევდონიმი - '''დია ჩიანელი''') ოჯახში.
 
[[1943]]-[[1946]] წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში, [[1953|1953 წელს]] დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (ს. იუტკევიჩისა და მ. რომის სახელოსნო). რეჟისორ [[აბულაძე, თენგიზ|თენგიზ აბულაძესთან]] ერთად გადაიღო კინონარკვევები: „ჩვენი სასახლე“ ([[1953]]), „ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“ ([[1954]]) და მხატვრული ფილმი „მაგდანას ლურჯა“ ([[1955]]; კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - „ოქროს რტო“ და I პრემია ედინბურგის X საერთაშორისო კინოდესტივალზე, ორივე 1956).
ხაზი 34:
გადაიღო მხატვრული ფილმები: „ჩვენი ეზო“ (1956, ოქროს მედალი, I პრემია და დიპლომი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე [[1957]]), „მაია წყნეთელი“ ([[1959]]), „განძი“ ([[1961]]; დიდი პრიზი დელის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, [[1961]]), „[[ზღვის ბილიკი]]“ ([[1962]]),[[ ჯარისკაცის მამა|„ჯარისკაცის მამა“]] ([[1964]], პრემია კორკში (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალზე, დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, პრიზი რომის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, ოთხივე [[1965]]), „ღიმილის ბიჭები“ ([[1969]] საქართველოს კომკავშირის პრემია „ჯარისკაცის მამასთან“ ერთად, [[1970]]), „ნერგები“ ([[1972]]; დიპლომი მოსკოვისა და ტაშკენტის საერთაშორისო კონოფესტივალებზე, ორივე [[1973]]), „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ ([[1980]]; მთავარი პრიზი და დიპლომი ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალზე, [[1981]]; [[ლენინური პრემია]], 1986; 1991 - უარი განაცხადა) და სხვა.
 
ჩხეიძის ფილმებს ახასიათებს მაღალი იდეურობა, სიახლის გრძნობა, სისადავე, მოქალაქეობრივი ჟღერადობა. ყოფილი სსრკ უმაღლესი საბჭოს IX-XI მოწვევების დეპუტატი. დაჯილდოებულია [[ლენინის ორდენი|ლენინის ორდენით]], ორი სხვა ორდენითა და მედლებით. [[1963]]-[[1981]] წლებში საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის მდივანი. [[1974]] წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი. იყო კინოსტუდია "ქართული„ქართული ფილმის"ფილმის“ დირექტორი.
 
==ლიტერატურა==
 
*'' ჯალაღანია რ.,'' სიმაღლე, თბ., 1981;
*''Бровченко Г.,'' В центре событий — человек, «Советский экран», 1965, № 14;
*''Тиканадзе Р.,'' Единение народов, единение поколений, «Искусство кино», 1972, № 8;
{{ქსე|11|175|გვენცაძე ა.}}
* ''გვენცაძე ა.,'' ქსე, ტ. 11, გვ. 175, თბ., 1987
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რეზო_ჩხეიძე“-დან