მოსე შავი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(r2.7.3) (ბოტის დამატება: ar:موسى الأسود)
უდაბნოში მრავალი წლის მოღვაწეობის შემდეგ ღირს მამას დიაკვნად დაასხეს ხელი. ეპისკოპოსმა თეთრი სამოსით შემოსა იგი და თქვა: „ახლა ამბა მოსე მთლად თეთრი შეიქნა“. წმინდანმა მიუგო: „მეუფეო, რა განასპეტაკებს კაცს - შინაგანი თუ გარეგანი?“ თავმდაბლობის გამო ნეტარს დიაკვნობის ხარისხისთვის თავი უღირსად მიაჩნდა. ერთხელ ეპისკოპოსმა გადაწყვიტა, გამოეცადა წმიდანი და ღვთისმსახურებს უბრძანა, საკურთხევლიდან გაეგდოთ იგი, შემდეგ უკან გაჰყოლოდნენ და გაეგოთ, რას იტყოდა.
 
მღვდელმსახურნი ასეც მოიქცნენ - როცა მოსე საკურთხეველში შევიდა, უთხრეს: „განვედ აქედან, ჰოი, შავო!“ ხელი მოჰკიდეს და უპატიოდ გარეთ გააგდეს. ნეტარმა მამამ საოცარი თავმდაბლობით აიტანა დამცირება და, გამოძევებულმა, ჩაილაპარაკა: „ასეც გხვდებაგვხვდება, ქოფაკო!.. ან კი როგორ გაბედე წმიდათა წმიდა ალაგას შესვლა?“ ეს რომ მოახსენეს, ეპისკოპოსმა კვლავ საკურთხეველში შეაყვანინა წმიდანი და ხუცესად აკურთხა. კითხვაზე, რას ფიქრობდი, როცა აქედან გაგაძევეს, შემდეგ კი ისევ დაგაბრუნესო, მან უპასუხა: „თავს ქოფაკს ვადარებდი, რომელიც, თუ გააძევებენ, კუდამოძუებული გაიქცევა, ხოლო თუ უკანვე დაუძახებენ, უმალვე ხალისით მოირბენს!“ მოსე შავი თხუთმეტი წელი მოღვაწეობდა სამღვდელო ხარისხში და სამოცდათხუთმეტი მოწაფე შემოიკრიბა.
 
როცა ღირს მამას სამოცდათხუთმეტი წელი შეუსრულდა, მან ბერები გააფრთხილა, რომ მალე სკიტს ავაზაკები დაესხმოდნენ თავს და მის მკვიდრთ ამოჟლეტდნენ. წმიდანმა აკურთხა ისინი, დროზე დაეტოვებინათ აქაურობა და თავი აერიდებინათ ძალმომრეობითი სიკვდილისაგან. მოწაფეები სთხოვდნენ ნეტარს, ისიც მათთან ერთად წასულიყო, მაგრამ მოსემ მიუგო: „მე დიდი ხანია ველი დროს, როცა ჩემზე აღსრულდება უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „ყოველთა, რომელთა აღიღონ მახჳლი, მახჳლითა წარწყმდენ“ (მთ. 26.52). წმიდა მამასთან სულ შვიდი ბერი დარჩა, რომელთაგან ერთი ავაზაკების მოახლოებისას დაიმალა. ყაჩაღებმა სიცოცხლეს გამოასალმეს მოსე და სხვა ექვსი ძმა. ეს მოხდა [[405]] წელს.