მორის ეშერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
188.129.150.15-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა EmausBot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 8:
 
== იტალია და ესპანეთი ==
1912 წელს ეშერი თავის ორ მეგობართან ერთად არნემს ტოვებს. ფლორენციაში ორ კვირიანი დაყოვნების შემდეგ მორისის მეგობრები უკან ბრუნდებიან, ხოლო მორისი ერთ-ერთი მეგობრის დასთან ერთად მიემგზავრება სან-ფრანცისკოში, სადაც ის ქმნის ჩანახატების სერიას.
 
ივნისი თვეში სახლში დაბრუნებული ეშერი რწმუნდება, რომ არსებულ სიტუაციაში ვეღარ გააგრძელებს მუშაობას და ის გადაწყვეტილებას ღებულობს პირველი შემთხვევისთანავე დაბრუნდეს სამხრეთ ევროპაში და იგი მეგობრებთან ერთად იახტით მიემგზავრება, ამ მოგზაურობის პერიოდში ეშერი პირველად ნახავს ბოსფორის ზღვას რომელსაც სემდგომ თავის ნამუშევრებშიც ასახავს. ესპანეში დაესწრება კორიდას და ასევე მოინახულებს მადრიდის ცნობილ მუზეუმ “პრადოს”. ამის შემდგომ ის ეწევა ალგამბრუს სადაც ის ეცნობა არაბულ დეკორატიულ სტილს და ერთ-ერთ მათგანის კოპირებასაც აკეთებს.
 
1923 წლის მარტის თვეში ეშერი ინტენსიურად აგრძელებს მუშაობას და მოგზაურობას. თვის ბოლოს პანსიონში სადაც მორისი დროებით იმყოფება ჩამოდის შვეიცარიელი მეწარმე უმიკერის ოჯახი. რამოდენიმე თვეში ეშერი ხატავს მეწარმის ქალიშვილის პორტრეტს და ის რწმუნდება, რომ შეყვარებული მასზე, მაგრამ მორისი დარწმუნებული არ არის საპასუხო გრძნობებში. საბოლოოდ, როცა უმიკერების ოჯახი დააპირებს გამგზავრებას, ეშერი გადაწყვეტს ჯეტის გამოუტყდეს სიყვარულში რის შედეგადაც ისინი ინიშნებიან.
 
1923 წ. სიმენეში შედგა მორისის პირველი პერსონალური გამოფენა, მაგრამ მან ნაკლები დრო დაუთმო მას, რადგან იმ დროისათვის ის გატაცებული იყო შვეიცარიელი მეწარმის ქალიშვილ – ჯეტით და შუა აგვისტოში გადაწყვეტს ხელი სთხოვოს მას და საცხოვრებლად დარჩეს იტალიაში.
 
ახალ დაქორწინებულებმა მოინახულეს გენუა, ანეკი და ბრიუსელი ხოლო ოქტომბრის თვეში გაემგზავრნენ საფრანგეთში შემდგომ კი ისევ დაბრუნდნენ იტალიაში. მოგზაურობის პერიოდში ეშერი ევროპის სხვადასხვა არქიტექტურულ სტილს შეისწავლიდა. 1924 წლის დასასრულს ახალ დაქორწინებულები სახლს ქ. ფრასკატში რომთან ახლოს ყიდულობენ.
 
1925 წელს კი ეშერების ოჯახში ხდება უბედური შემთხვევა დაიღუპა მორისის ალპინისტი ძმა. ამ ტრაგედიიის შემდგომ ის ქმნის გრავიურას ხეში “ქმნილება დღეთა”.
 
1926 წ. ივნისის დასასრულს მორისს შეეძინა ვაჟი ჯორჯ ეშერი რომლის ნათლობას ესწრებოდნენ მეფე ემანუელი და მუსოლინი.
 
20-იანი წლების დასასრული მორისის შემოქმედებაში ნაყოფიერი პერიოდი აღმოჩნდა, მისი ნამუშევრები ჰოლანდიის სხვადასხვა მუზეუმში იყო წარდგენილი.
 
1929 წელს კი მისი პოპულარობა იმ დონეზე გაიზარდა რომ 1 წელიწადში ჰოლანდიაში და შვეიცარიაში მისი ხუთი პერსონალური გამოფენა შედგა. ყველაზე ცნობილი სურათი კი ამ პერიოდისათვის გახლდა გრავიურა მთიანი სოფლისა, რომელიც დასრულებულ იქნა 1930 წლის თებერვალში. ამავე წელს მოევლინა ქვეყანას მორისის მეორე ვაჟი არტური.
 
 
1934 წ. მორის ეშერი ღებულობს ჩიკაგოს გამოფენაზე პრემიას სურათისათვის “კორსიკა”. ეს სურათი ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტის მიერ იქნა შესყიდული. ეს იყო მისი პირველი ნამუშევარი, რომელიც ამერიკაში გაიყიდა.
 
==ჩრდილოეთში დაბრუნება==
1936 წელს ეშერი საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა მშობლების ოჯახში. ამ პერიოდში ის ქმნის დეტალურ პორტრეტს რომელიც დასრულებული იქნა აგვისტოში და ამობეჭდილი მხოლოდ ოჯახის წევრებისათვის.
 
1935 წ. აგვისტოში მორისი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადადის შვეიცარიაში, სადაც ჯეტა აღადგენს თავის მეცადინეობებს პიანინოზე, ხოლო ეშერი ადგილობრივ საჭარდაკო კლუბში ირიცხება.
 
1936 წლის დასაწყისში მორისი მოგზაურობას გადაწყვეტს. მოგზაურობის პერიოდში მან მოინახულა: ვენეცია, ანკონი, ბარი, კატანია, გენუა და რამოდენიმე სხვა იტალიის ქალაქები. ის ამ პერიოდში ქმნის დიდი რაოდენობით ჩანახატებს. საბოლოო ჯამში შესრულებულ იქნა 9 გრავიურა ხეში.
 
ივნისი თვეში მოგზაურობის შემდგომ ეშერი ოჯახით მოინახულებს შვეიცარიის რამოდენიმე ტბას და ბრუნდება გააგუში მშობლებთან. 1 სექტემბერს კი ის ბრუნდება ოჯახში და მისი ნამუშევრები ღებულობენ სხვაგვარ მიმართულებას.
 
== მეტამორფოზები ==
ეშერი მოგზაურობის პერიოდში შექმნილი ესკიზებიდან თავის არარეალურ სურათს შტილლ ლიფე წიტჰ სტრეეტ. ქმნის.
 
 
1936 წ. მორისი ბრუნდება მეორედ ალგამბრუში რათა დეტალურად შეისწავლოს მავრიტანული მოზაიკა.
 
1937 წელს ეშერი საცხოვრებლად გადადის ბრიუსელთან ახლოს – უკელში. ამავე წლის ოქტომბერში მორისი აჩვენებს თავის ძმას მოზაიკას, რომელზეც იმ მომენტისათვის მუშაობდა, რამაც აღაფრთოვანა თავისი ძმა.
 
1938 წ. მორისი აგრძელებს ექსპერიმენტებს მოზაიკაზე და ტრანსფორმაციაზე. ის ქმნის მოზაიკას ორი ფრინველის სახით რომლებიც ერთმანეთის შესახვედრად მოემართებიან. ამ ექსპერიმენტმა საფუძველი ჩაუყარა ნახატს “დღე და ღამე”.
 
 
რამოდენიმე თვის შემდეგ ეშერი იწყებს თავის ერთ-ერთ მთავარ სურათზე მუშაობას და 1937 წელს ის ქმნის გრავიურა “მეტამორფოზა” სადაც ნაჩვენებია, რომ თუ როგორ გარდაიქმნება ქალაქის ერთ-ერთი ბლოკი ადამიანად. “მეტამორფოზა 2”-ში კი წარმოდგენილია თანმიმდევრობა 10 ტრანსფორმაციისა.
 
 
1940 წ. მაისის ბოლოს მორისს დედა გარდაეცვლება. 1941 წ. კი ეშერი თავის მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად გადადის ბარნეში სადაც ის დაჰყოფს თავისი ცხოვრების ბოლომდე.
 
==ჰოლანდია, ომი, დიდება==
1944 წ. 1 თებერვალს ნაცისტები, რომლებიც დევნიან ებრაელებს შეიპყრობენ ეშერის მასწავლებელს სამუელ დე მესკვიტას, რის შემდეგ ის არავის უნახავს. ეშერი ოჯახს ეხმარება სამუელის ნამუშევრები გადააგზავნოს ამსტერდამის ერთ-ერთ მუზეუმში. ის მხოლოდ ერთ ესკიზს იტოვებს თავისთვის, რომელსაც ნაცისტების ჩექმა შეეხო, ამ ესკიზს მორისი თავისი ცხოვრების ბოლომდე ინახავს.
 
1946 წ. ეშერმა სტედელიკის მუზეუმში მოაწყო მემორიალური გამოფენა რომელიც დე მესკვიტას შემოქმედებას მიუძღვნა.
 
1946 წ. მორისი იწყებს ღრმა ბეჭდვით ტექნოლოგიისადმი დაინტერესებას, ხოლო 1943 წ. კი დასრულებული იქნა მისი ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარი ღრმად ბეჭდვით ტექნოლოგიაში “წვეთი ნამისა”.
 
 
1949 წ. მორისმა ორ მხატვართან ერთად მოაწყო გამოფენა, ისინი აღწერდნენ და აჩვენებდნენ ტექნოლოგიას გამოსახულების შექმნისა. აქვე გაიყიდა მორისის რამოდენიმე ნამუშევარი მათ შორის მისი უზარმაზარი “მეტამორფოზა”.
 
ეშერი ხშირად მოდელებს თავისი სურათებისათვის ქმნიდა: თიხისაგან, ხისაგან და სხვა მასალისაგან. მაგ: სურათი “რეპტილიის” შექმნის დროს პატარა ნიანგები რომლებიც გამოდიან მოზაიკიდან გაივლიან წიგნებით დაფარულ მაგიდას და ისევ მოზაიკაში ბრუნდებიან, მორისმა ნიანგები პლასტელინისაგან შექმნა და თანმიმდევრობით მაგიდაზე განალაგა სხვა საგნებთან ერთად, რათა შეექმნა სრული სურათი. ასეთივე მოდელების გამოყენებით ეშერმა შექმნა სურათი “კიბეთა სახლი” რომელიც 1951 წ. იქნა დასრულებული.
 
== უკანასკნელი წლები ==
ეშერის შემოქმედებაში მათემატიკური და კრისტალოგრაფიული ასპექტები ხდება ძალიან პოპულარული. 1965 წელს კი პროფესორმა მაკ გილავრიმ გამოაქვეყნა წიგნი “სიმეტრიული ასპექტები ეშერის შემოქმედებაში”.
 
1964 წელს ეშერი მიმეგზავრება ამერიკაში, რათა მოინახულოს თავისი ვაჟი და ასევე წაიკითხოს ლექციები. მაგრამ ის უეცრად შეუძლოდ ხდება და ტორონტოში გაკეთებული ოპერაციის შემდგომ თავის მეუღლესთან ერთად ბრუნდება ჰოლანდიაში. ლექციები, რომლებიხც სრულად იყო დაწერილი ეშერის მიერ, გამოქვეყნებული იქნა 20 წლის შემდგომ წიგნ “ეშერი ეშერის შესახებ”.
 
მიუხედავად იმისა რომ ეშერის ჯანმრთელობა უარესდებოდა, ის მაინც აქტიურად აგრძელებდა გრავიურების შექმნას ხეში. 1970 წელს ოპერაციის შემდგომ ეშერი საცხოვრებლად გადადის ნიდერლანდებში, თავის ახალ სახლში. მაგრამ მას თავისი ჯანმრთელობა აღარ აძლევდა მუშაობის საშუალებას. ამავე პერიოდში იქნა გამოქვეყნებული წიგნი მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, რომელიც ინგლისურ ენაზეა თარგმნილი. ეშერის ბოლო ნამუშევარია –სახელწოდებით “გველი”.
 
 
ეშერი 1972 წლის 27 მარტს 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
 
'''''ინფორმაციის ავტორი მარიამ აბულაშვილი....!!!'''''
 
{{ესკიზი-ბიოგრაფია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მორის_ეშერი“-დან