მორის ეშერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 66:
ეშერი ხშირად მოდელებს თავისი სურათებისათვის ქმნიდა: თიხისაგან, ხისაგან და სხვა მასალისაგან. მაგ: სურათი “რეპტილიის” შექმნის დროს პატარა ნიანგები რომლებიც გამოდიან მოზაიკიდან გაივლიან წიგნებით დაფარულ მაგიდას და ისევ მოზაიკაში ბრუნდებიან, მორისმა ნიანგები პლასტელინისაგან შექმნა და თანმიმდევრობით მაგიდაზე განალაგა სხვა საგნებთან ერთად, რათა შეექმნა სრული სურათი. ასეთივე მოდელების გამოყენებით ეშერმა შექმნა სურათი “კიბეთა სახლი” რომელიც 1951 წ. იქნა დასრულებული.
 
--[[სპეციალური:წვლილი/188.129.150.15|188.129.150.15]] 15:02, 5 დეკემბერი 2012 (UTC)== უკანასკნელი წლები ==
ეშერის შემოქმედებაში მათემატიკური და კრისტალოგრაფიული ასპექტები ხდება ძალიან პოპულარული. 1965 წელს კი პროფესორმა მაკ გილავრიმ გამოაქვეყნა წიგნი “სიმეტრიული ასპექტები ეშერის შემოქმედებაში”.
 
1964 წელს ეშერი მიმეგზავრება ამერიკაში, რათა მოინახულოს თავისი ვაჟი და ასევე წაიკითხოს ლექციები. მაგრამ ის უეცრად შეუძლოდ ხდება და ტორონტოში გაკეთებული ოპერაციის შემდგომ თავის მეუღლესთან ერთად ბრუნდება ჰოლანდიაში. ლექციები, რომლებიხც სრულად იყო დაწერილი ეშერის მიერ, გამოქვეყნებული იქნა 20 წლის შემდგომ წიგნ “ეშერი ეშერის შესახებ”.
 
მიუხედავად იმისა რომ ეშერის ჯანმრთელობა უარესდებოდა, ის მაინც აქტიურად აგრძელებდა გრავიურების შექმნას ხეში. 1970 წელს ოპერაციის შემდგომ ეშერი საცხოვრებლად გადადის ნიდერლანდებში, თავის ახალ სახლში. მაგრამ მას თავისი ჯანმრთელობა აღარ აძლევდა მუშაობის საშუალებას. ამავე პერიოდში იქნა გამოქვეყნებული წიგნი მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, რომელიც ინგლისურ ენაზეა თარგმნილი. ეშერის ბოლო ნამუშევარია –სახელწოდებით “გველი”.
 
 
ეშერი 1972 წლის 27 მარტს 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.
 
'''''ინფორმაციის ავტორი მარიამ აბულაშვილი....!!!'''''
 
{{ესკიზი-ბიოგრაფია}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მორის_ეშერი“-დან