მორის ეშერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 55:
 
==ჰოლანდია, ომი, დიდება==
1944 წ. 1 თებერვალს ნაცისტები, რომლებიც დევნიან ებრაელებს შეიპყრობენ ეშერის მასწავლებელს სამუელ დე მესკვიტას, რის შემდეგ ის არავის უნახავს. ეშერი ოჯახს ეხმარება სამუელის ნამუშევრები გადააგზავნოს ამსტერდამის ერთ-ერთ მუზეუმში. ის მხოლოდ ერთ ესკიზს იტოვებს თავისთვის, რომელსაც ნაცისტების ჩექმა შეეხო, ამ ესკიზს მორისი თავისი ცხოვრების ბოლომდე ინახავს.
 
1946 წ. ეშერმა სტედელიკის მუზეუმში მოაწყო მემორიალური გამოფენა რომელიც დე მესკვიტას შემოქმედებას მიუძღვნა.
 
1946 წ. მორისი იწყებს ღრმა ბეჭდვით ტექნოლოგიისადმი დაინტერესებას, ხოლო 1943 წ. კი დასრულებული იქნა მისი ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევარი ღრმად ბეჭდვით ტექნოლოგიაში “წვეთი ნამისა”.
 
 
1949 წ. მორისმა ორ მხატვართან ერთად მოაწყო გამოფენა, ისინი აღწერდნენ და აჩვენებდნენ ტექნოლოგიას გამოსახულების შექმნისა. აქვე გაიყიდა მორისის რამოდენიმე ნამუშევარი მათ შორის მისი უზარმაზარი “მეტამორფოზა”.
 
ეშერი ხშირად მოდელებს თავისი სურათებისათვის ქმნიდა: თიხისაგან, ხისაგან და სხვა მასალისაგან. მაგ: სურათი “რეპტილიის” შექმნის დროს პატარა ნიანგები რომლებიც გამოდიან მოზაიკიდან გაივლიან წიგნებით დაფარულ მაგიდას და ისევ მოზაიკაში ბრუნდებიან, მორისმა ნიანგები პლასტელინისაგან შექმნა და თანმიმდევრობით მაგიდაზე განალაგა სხვა საგნებთან ერთად, რათა შეექმნა სრული სურათი. ასეთივე მოდელების გამოყენებით ეშერმა შექმნა სურათი “კიბეთა სახლი” რომელიც 1951 წ. იქნა დასრულებული.
 
== უკანასკნელი წლები ==
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მორის_ეშერი“-დან