მორის ეშერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (Robot: Modifying es:Maurits Cornelis Escher to es:M. C. Escher
ხაზი 8:
 
== იტალია და ესპანეთი ==
1912 წელს ეშერი თავის ორ მეგობართან ერთად არნემს ტოვებს. ფლორენციაში ორ კვირიანი დაყოვნების შემდეგ მორისის მეგობრები უკან ბრუნდებიან, ხოლო მორისი ერთ-ერთი მეგობრის დასთან ერთად მიემგზავრება სან-ფრანცისკოში, სადაც ის ქმნის ჩანახატების სერიას.
 
ივნისი თვეში სახლში დაბრუნებული ეშერი რწმუნდება, რომ არსებულ სიტუაციაში ვეღარ გააგრძელებს მუშაობას და ის გადაწყვეტილებას ღებულობს პირველი შემთხვევისთანავე დაბრუნდეს სამხრეთ ევროპაში და იგი მეგობრებთან ერთად იახტით მიემგზავრება, ამ მოგზაურობის პერიოდში ეშერი პირველად ნახავს ბოსფორის ზღვას რომელსაც სემდგომ თავის ნამუშევრებშიც ასახავს. ესპანეში დაესწრება კორიდას და ასევე მოინახულებს მადრიდის ცნობილ მუზეუმ “პრადოს”. ამის შემდგომ ის ეწევა ალგამბრუს სადაც ის ეცნობა არაბულ დეკორატიულ სტილს და ერთ-ერთ მათგანის კოპირებასაც აკეთებს.
 
1923 წლის მარტის თვეში ეშერი ინტენსიურად აგრძელებს მუშაობას და მოგზაურობას. თვის ბოლოს პანსიონში სადაც მორისი დროებით იმყოფება ჩამოდის შვეიცარიელი მეწარმე უმიკერის ოჯახი. რამოდენიმე თვეში ეშერი ხატავს მეწარმის ქალიშვილის პორტრეტს და ის რწმუნდება, რომ შეყვარებული მასზე, მაგრამ მორისი დარწმუნებული არ არის საპასუხო გრძნობებში. საბოლოოდ, როცა უმიკერების ოჯახი დააპირებს გამგზავრებას, ეშერი გადაწყვეტს ჯეტის გამოუტყდეს სიყვარულში რის შედეგადაც ისინი ინიშნებიან.
 
1923 წ. სიმენეში შედგა მორისის პირველი პერსონალური გამოფენა, მაგრამ მან ნაკლები დრო დაუთმო მას, რადგან იმ დროისათვის ის გატაცებული იყო შვეიცარიელი მეწარმის ქალიშვილ – ჯეტით და შუა აგვისტოში გადაწყვეტს ხელი სთხოვოს მას და საცხოვრებლად დარჩეს იტალიაში.
 
ახალ დაქორწინებულებმა მოინახულეს გენუა, ანეკი და ბრიუსელი ხოლო ოქტომბრის თვეში გაემგზავრნენ საფრანგეთში შემდგომ კი ისევ დაბრუნდნენ იტალიაში. მოგზაურობის პერიოდში ეშერი ევროპის სხვადასხვა არქიტექტურულ სტილს შეისწავლიდა. 1924 წლის დასასრულს ახალ დაქორწინებულები სახლს ქ. ფრასკატში რომთან ახლოს ყიდულობენ.
 
1925 წელს კი ეშერების ოჯახში ხდება უბედური შემთხვევა დაიღუპა მორისის ალპინისტი ძმა. ამ ტრაგედიიის შემდგომ ის ქმნის გრავიურას ხეში “ქმნილება დღეთა”.
 
1926 წ. ივნისის დასასრულს მორისს შეეძინა ვაჟი ჯორჯ ეშერი რომლის ნათლობას ესწრებოდნენ მეფე ემანუელი და მუსოლინი.
 
20-იანი წლების დასასრული მორისის შემოქმედებაში ნაყოფიერი პერიოდი აღმოჩნდა, მისი ნამუშევრები ჰოლანდიის სხვადასხვა მუზეუმში იყო წარდგენილი.
 
1929 წელს კი მისი პოპულარობა იმ დონეზე გაიზარდა რომ 1 წელიწადში ჰოლანდიაში და შვეიცარიაში მისი ხუთი პერსონალური გამოფენა შედგა. ყველაზე ცნობილი სურათი კი ამ პერიოდისათვის გახლდა გრავიურა მთიანი სოფლისა, რომელიც დასრულებულ იქნა 1930 წლის თებერვალში. ამავე წელს მოევლინა ქვეყანას მორისის მეორე ვაჟი არტური.
 
 
1934 წ. მორის ეშერი ღებულობს ჩიკაგოს გამოფენაზე პრემიას სურათისათვის “კორსიკა”. ეს სურათი ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტის მიერ იქნა შესყიდული. ეს იყო მისი პირველი ნამუშევარი, რომელიც ამერიკაში გაიყიდა.
 
==ჩრდილოეთში დაბრუნება==
== მეტამორფოზები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მორის_ეშერი“-დან