ოკუმა სიგენობუ: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(r2.7.3) (ბოტის დამატება: th:โอกุมะ ชิเงะโนะบุ)
[[ფაილი:Shigenobu Okuma 2.jpg|thumb|right|ოკუმა სიგენობუ]]
'''ოკუმა სიგენობუ''' (დ. [[16 თებერვალი]], [[1838]], [[საგა]] — გ. [[10 იანვარი]], [[1922]], [[ტოკიო]]) — [[იაპონია|იაპონიის]] სახელმწიფო მოღვაწე. საგის სამთავროს სამურაების ჩამომავალი. [[1867]]-[[1868]] რევოლუციის შემდეგ მაღალი თანამდებობები ეკავა ახალი მტავრობისმთავრობის საფინანსო და სამრეწველო უწყებებში. [[1873]]-[[1881]] მეთაურობდა ფინანსთა დეპარტამენტს. მჭიდროდ იყო დაკავშირებული მიცუბისის ფირმასთან (შემდგომ იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი კონცერნი). [[1882]] დააარსა ბურჟუაზიული პარტია კაისინტო და [[1888]]-მდე მონაწილეობდა ლიბერალური-კონსტიტუციურ მოძრაობაში (მემარჯვენე ფრთა).
 
[[1882]] დააარსა ტოკიოს სპეციალური სკოლა, რომელიც [[1903]] ვასედას უნივერსიტეტად გადაკეთდა. [[1907]]-[[1914]] იყო ამ უნივერსიტეტის რექტორი. [[1888]]-[[1889]] და [[1896]]-[[1897]] საგარეო საქმეთა მინისტრი. [[1898]] [[იაპონიის პრემიერ-მინისტრი|პრემიერ-მინისტრი]] და საგარეო საქმეთა მინისტრი, [[1914]]-[[1916]] პრემიერ-მინისტრი. ოკუმას მთავრობის სათავეში მეორედ ყოფნისას იაპონია ჩაება [[1914]] აგვისტოს [[პირველი მსოფლიო ომი|I მსოფლიო ომში]] ([[1914]]-[[1918]]).
 
==ლიტერატურა==
* ქსე, ტ. 7, გვ. 516, თბ., 1984