წყლის ტრანსპორტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
[[საზღვაო ტრანსპორტი]] — უზრუნველყოფს [[გემი|გემებით]] მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვას. ადამიანმა ნაოსნობა ზღვაზე უხსოვარი დროიდან დაიწყო. სატრანსპორტო საშუალებანი დროთა განმავლობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს განიცდიდა. განსაკუთრებით დიდი ცვლილებანი მოხდა [[XIX საუკუნე]]ში, როცა აფრიანი გემი შეცვალა ორთქლისძრავიანმა გემმა. [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] დასაწყისში გაჩნდა თბომავალი გემი. ბოლო ხანებში შეიქმნა ატომმავალი და ორთქლის ტურბინით აღჭურვილი გემები. დანიშნულების მიხედვით გემები სხვადასხვანაირია: სამგაზვრო, სატვირთო და ტვირთის დასაყრელი. მოქმედებაშია აგრეთვე ლიხტერმზიდი გემები. [[ლიხტერი]] არის სატვირთო გემი კარჭაპის ტიპისა, ჩვეულებრივ არათვითმავალი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დიდ [[ბორანი|გემ-ბორანს]], რომელზეც სარკინიგზო ლიანდაგია მოწყობილი.<ref>{{ქსე|8|653|ბუაჩიძე გ.|არა}}</ref>
 
[[სამდინარო ტრანსპორტი]] — წარმოადგენს ტრანსპორტის სახეობას, რომლის დანიშნულებაა მგაზვრების გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა ძირითადად შიგა წყლებში. სამდინარო ტრანსპორტის მთავარი უპირატესობაა გადაყვანის დაბალი თვითღირებულება. დიდი ხნის ისტორია აქვა. მიჩნეულია, რომ პირველ მსხვილ სამდინარო გემებს აშენებდნენ [[ძველი ეგვიპტე|ძველ ეგვიპტეში]]. ძველი სამდინარო გემები იყო სანიჩბავი ან აფრიანი ტიპის. [[XIX საუკუნეშისაუკუნე]]ში შიგა სანაოსნო გზებზე დაიწყეს გემების გამოყენება, ხოლო პირველი სამდინარო თბომავალი ააშენეს რუსეთში 1903 წელს. [[საქართველო]]ში სამდინარო ტრანსპორტი მოქმედებდა მხოლოდ მდინარე [[რიონი|რიონზე]], ქალაქ ფოთიდან სოფელ ორპირამდე (ახლანდელი სოფელი საჯავახო, სამტრედიის მუნიციპალიტეტი). 20 საუკუნის პირველი მეოთხედის ბოლოს გადაზიდვები მდინარე რიონზე შეწყდა.<ref>{{ქსე|8|711||არა}}</ref>
 
==სქოლიო==