ლიტვის სტატუტები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[[ფაილი:Lithuanian Statute I.jpg|thumb|150px|ლიტვის სტატუტი, 1529]] [[ფაილი:Statut-1588.jpg|thumb|150px|ლიტვის სტატუტი, 1588]]'''ლიტვის სტატუტები''' - [[ლიტვის დიდი სამთავრო]]ს ფეოდალური სამართლებრივი კოდექსები. მიღებულია [[1529]], [[1566]] და [[1588]] წლებში. ლიტვის სტატუტების წყარო იყო ჩვეულებითი სამართალი, დიდ მთავართა კანონმდებლობა, სასამართლო პრაქტიკა, აგრეთვე რომაული, პოლონური და გერმანული სამართალი. ლიტვის სტატუტები შეიცავს სახელმწიფო, სისხლისა და სამოქალაქო სამართალს, სასამართლო წყობილებისა და პროცესის ნორმებს; ასახავს [[შლიახტა|შლიახტის]] ეკონომიკური და პოლიტიკური როლის ზრდას, ყმა გლეხთა ერთიანი წოდების ჩამოყალიბებას. 1588 წლის სტატუტმა, [[ლუბლინის უნია 1569|ლუბლინის უნიის]] საწინააღმდეგოდ განამტკიცა ლიტვის დიდი სამთავროს მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური დამოუკიდებლობა.
 
==რესურსები ინტერნეტში==