შიდა ქართლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მმ
+ ფაქტი
ხაზი 6:
შიდა ქართლის მდინარეების უმრავლესობა უძველესი დროიდანაა სარწყავად გამოყენებული. ვრცელი დაბლობები და საზაფხულო და საზამთრო საძოვრები ქმნიდნენ ინტენსიური მიწათმოქმედების და მესაქონლეობის განვითარების შესაძლებლობას. აქ გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო-სატრანზიტო გზები, როგორც ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ (ე.წ. არაგვის გზა), ისე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ამან ხელი შეუწყო გზის გასწვრივ ქალაქების ჩამოყალიბებას: [[მცხეთა]], [[მუხრანი (მცხეთის მუნიციპალიტეტი)|მუხრანი]], [[გორი]], [[ურბნისი (ქარელის მუნიციპალიტეტი)|ურბნისი]] და სხვა. შიდა ქართლის ბუნებრივმა პირობებმა და მისმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განსაზღვრეს ის როლი, რომელიც ამ რეგიონმა შეასრულა ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.
 
ადრინდელ და შუა ფეოდალურ ხანაში შიდა ქართლის ტერიტორია ქართლის საერისთავოში შედიოდა. მონღოლთა შემოსევების შემდეგ მას გამოეყო [[ქსნის საერისთავო]] ([[XIII საუკუნე|XIII]] ს.), შემდეგ კი სხვა დიდი და მცირე ერთეულები: [[არაგვის საერისთავო]] ([[XIV საუკუნე|XIV]] ს.), [[საციციანო]] ([[XIV საუკუნე|XIV]] ს.), [[საამილახვრო]] ([[XV საუკუნე|XV]] ს.), {{ფაქტი|[[საჯავახო]] ([[XV საუკუნე|XV]] ს.)|3|12|2012}}, [[სამაჩაბლო]] ([[XV საუკუნე|XV]] ს.), [[სამუხრანბატონო]] ([[XVI საუკუნე|XVI]] ს.). [[XVI საუკუნე|XVI]] საუკუნიდან ქართლის სამეფო დაიყო ოთხ სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულად - სადროშოდ, რომელთაგან სამი ჩამოყალიბდა შიდა ქართლის ტერიტორიაზე. საქართველოს რუსეთთან შეერთების ეს მიწები თბილისის გუბერნიის გორისა და დუშეთის მაზრებში შედიოდა.
 
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისტორიული შიდა ქართლის ტერიტორიის დიდი ნაწილი [[შიდა ქართლის მხარე|შიდა ქართლის მხარეში]] შედის, მცირე ნაწილი - [[მცხეთა-მთიანეთის მხარე|მცხეთა-მთიანეთის]] (მცხეთა, ახალგორი) და [[სამცხე-ჯავახეთის მხარე|სამცხე-ჯავახეთის]] მხარეებში (ბორჯომი). ამჟამად შიდა ქართლის ჩრდილოეთი ნაწილი ე.წ. “[[ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა|სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის]]” სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ანკლავს წარმოადგენს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შიდა_ქართლი“-დან