ტუნდრა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.5.4) (ბოტის დამატება: an:Tundra
r2.7.3) (ბოტის დამატება: bat-smg:Tondra; cosmetic changes
ხაზი 5:
ტუნდრა ჩამოყალიბდა ცივი, ჭარბტენიანი ჰავისა და [[მრავალწლოვანი მზრალობა|მარადი მზრალობის პირობებში]], სუსტად განვითარებულ [[ნიადაგი|ნიადაგზე]].
 
[[სკანდინავიის ნახევარკუნძული|სკანდინავიის]], [[ურალი]]ს, [[ციმბირი]]ს, [[ალასკა (შტატი)|ალასკის]], [[კანადა|ჩრდილოეთ კანადის]] მთებში ე.წ. მთის ტუნდრა გვხვდება. ტუნდრაში ჭარბობს მრავალწლოვანი მცენარეები: ხავსები, მღიერები, ბალახოვანი ჰემიკრიპტოფიტები და ქამეფიტები (კორდიანი, ფესურიანი, ბალიშა და ნახევრად ბალიშა, როზეტისებრი და ნახევრად როზეტისებრი მცენარეები), ფოთოლმცვივანი ქონდარა ბუჩქები - ქამეფიტები (Salix polaris და სხვ.), მარადმწვანე ქონდარა ბუჩქები (Empetrum hermaphroditum, Ledum
decumbens და სხვ.), ფოთოლმცვივანი ტანმორჩილი ბუჩქები — ნანოფანეროფიტები (Betula nana, B. exilis, Salix lanata); თითო-ოროლა გვხვდება ერთწლოვანები (Koenigia
islandica და სხვ.) და ბოლქვიანი გეოფიტები (Liolidia serotina და სხვ.). ტუნდრისთვის ნიშანდობლივია პოლიდომინანტურობა და მოზაიკური სტრუქტურა.
 
ტუნდრის ზონის დიდი ნაწილი უჭირავს ჩრდილოურ და სამხრეთულ სუბარქტიკულ ტუნდრას, რომელიც უკიდურეს ჩრდილოეთით იცვლება არქტიკული ტუნდრით; აქ ბუჩქნარი სრულიად არ არის. [[რუსეთი|რუსეთის ევროპული ნაწილის]] აღმოსავლეთ და დასავლეთ ციმბირში სამხრეთული ტუდრისთვის დამახასიათებელია ქონდარა არყის დაჯგუფებების გაბატონება. ჩრდილოეთისაკენ ბუჩქნარი მეჩხერდება და სულ უფრო გართხმულია მიწაზე, თანდათან ფართოდ ვრცელდება [[ისლი]]. აღმოსავლეთ ციმბირში ქონდარა არყის დაჯგუფებები ადგილს უთმობს არყის სხვა სახეობის დაჯგუფებებს. [[ჩუკოტკის ნახევარკუნძული|ჩუკოტკასა]] და [[ალასკა (შტატი)|ალასკაზე]] გავრცელებულია იაკოლბოხიანი ტუნდრა, სადაც ბატონობს [[წყლის ბამბა]] და [[ისლი]].
ხაზი 15:
ტუნდრას იყენებენ ირმის საძოვრებად, სამონადირეო სავარგულებად; აგროვებენ კენკრას (მიწამაყვალა, ლურჯი მოცვი). დამუშავებულია ტუნდრაში მაღალმოსავლიანი მდელოების შექმნის ხერხები.
 
ტუნდრისთვის დამახასიათებელია ზოგიერთი სახეობა ([[კეწერა]], [[წითელი მოცვი]], [[ლურჯი მოცვი]], [[მოცვი]], [[ბამბა (გვარი)|ბამბა]] და სხვ.) გავრცელებულია [[კავკასიონი]]ს მაღალმთიანეთში; გვხვდება მონათესავე სახეობებიც (ტუნდრაში — oxyria digina, Dryas octopetala და სხვ. [[კავკასიონი|კავკასიონზე]], შესაბამისად — Oxyria elatior, Dryas caucasica და სხვ.).
 
== რესურსები ინტერნეტში ==
ხაზი 38:
[[ast:Tundra]]
[[az:Tundra]]
[[bat-smg:Tondra]]
[[be:Тундра]]
[[be-x-old:Тундра]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტუნდრა“-დან