მთავარი მენიუს გახსნა

ცვლილებები

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| სქოლიო =
}}
'''ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ოსტროვსკი''' ({{lang-ru|''Алекса́ндр Никола́евич Остро́вскийОстро́вски''}}й; დ. 12 აპრილი/31 მარტი 1823, [[მოსკოვი]], [[რუსეთის იმპერია]]; გ. 14 ივნისი/2 ივნისი 1886, შეჩელიკოვო, [[კოსტრომა]], რუსეთის იმპერია) — რუსი დრამატურგი; საყოველთაოდ აღიარებულია რუსული რეალიზმის ერთ–ერთ უდიდეს წარმომადგენლად. 47 პიესის ავტორმა, ოსტროვსკიმ ([[ენციკლოპედია ბრიტანიკა|ენციკლოპედია ბრიტანიკის]] თანახმად) „თითქმის ცალი ხელით შექმნა რუსული ეროვნული რეპერტუარი“. მისი დრამები რუსეთში ყველაზე კითხვად და სცენაზე ხშირად დადგმად ნაწარმოებებს შორისაა.
 
==ბიოგრაფია==
ოსტროვსკი დაიბადა [[1823]] წლის [[31 მარტს]], მოსკოვის[[მოსკოვი]]ს მდიდარ ვაჭართა უბანში, სადაც მისი კომედიების უმრავლესობის მოქმედება მიმდინარეობს. მამამისი მართლმადიდენლური რელიგიური განათლების იყო და ტრადიციის მიხედვით, ოთხი შვილიდან უფროსი — ალექსანდრე, სამოქალაქო ადმინისტრაციის განათლების განხრით უნდა აღეზარდა.
 
ჩვიდმეტი წლის ასაკში, ოსტროვსკი იურისპუდენციის შესასწავლად მოსკოვის უნივერსიტეტში შევიდა.
 
[[1843]] წლიდან მუშაობას შეუდგა სინდისის ტრიბუნალში — მშვიდობის სამართლის ერთ–ერთ სახეობაში, შემდეგ კი ვაჭრობის ტრიბუნალის კანცელარიაში.
 
[[1847]] წელს გამოქვეყნდა მისი პირველი პიესა ''ოჯახის მაგიდა'', სადაც ის თაღლითური გაკოტრების ამბავს აღწერდა. თუმცა იგი [[ნიკოლოზ I (რუსეთი)|ნიკოლოზ I]]-ის ცენზურის ქვეშ მოექცა და მისი წარმოდგენა აიკრძალა. ვაჭრები განრისხდნენ, მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს, თავიანთ „შავ სიაში“ შეიტანეს და 1851 თანამდებობაზე უარი ათქმევინეს.
 
ამის შემდეგ იგი სლავოფილურ ჟურნალ Москвитянине–ში''Москвитянине''–ში თავის ექვს კომედიას აქვეყნებს.
 
[[1859]] წელს, მისმა „ფორთოხლამა“ საუცხოო წარმატება მოიპოვა და დღემდე მის შედევრად მიიჩნევა. თუმცა დიდი ხნის მანძილზე მისი პიესები სცენაზე არ დადგმულა, სანამ ეს მოსკოვის მცირე თეატრმა არ განახორციელა.
 
[[1871]] წელს გამოქყეყნდა ოსტროვსკის „ტყე“, რომელმაც მას ოფიციალური აღიარება მოუტანა.
 
[[1874]] წელს იგი დაინიშნა მისი პირადი ძალისხმევით დაარსებული დრამატულ ავტორთა და კომპოზიტორთა საზოგადოების პრეზიდენტად აირჩიეს.
 
[[1885]] წელს დანიშნულ იქნა მოსკოვის იმპერიული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად.
 
ოსტროვსკიმ ხელმძღვანელობას შესთავაზა შეექმნათ „ეროვნული სახალხო თეატრი“, რომელიც საზოგადოების ყველა კლასისთვის იქნებოდა ხელმისაწვდომი, მაგრამ [[1886]] წლის [[2 ივნისი|2 ივნისს]] იგი გარდაიცვალა.