ოცდაათწლიანი ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 29:
== ომის მიზეზები ==
{{ვიკი}}
ოცდაათწლიანი ომის მიზეზები ბევრად ადრე გაჩნდა. 1438 წელს [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერიის]] სათავეში მოვიდა ჰაბსბურგების დინასტია. ისინი მიზნად ისახავდნენ გერმანიის იმპერიის გაძლიერებას და ამას კათოლიციზმის გაძლიერებაში ხედავდნენ. ამ დროს ევროპაში უკვე ვრცელდებოდა პროტესტანტული მიმდინარეობები. საღვთო რომის იმპერია ასობით პატარა სამთავროს ნაკრებს წარმოადგენდა, რომელთა უმრავლესობას პროტესტანტები წარმოადგენდნენ. პროტესტანტული რელიგია გერმანიიდან სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ამის აღმოსაფხვრელად რომის პაპმა 1540 წელს შექმნა იეზუიტ ბერთა ორდენი. მათ ავსტრიაში შედეგს მიაღწიეს და მოსახლეობის უმრავლესობა ისევ კათოლიციზმზე მოაქციეს.
 
ამ პერიოდში დაიწყო საფრანგეთში რელიგიური ომები. [[ჰუგენოტები|ჰუგენოტებს]] (ფრანგ კალვინისტებს) ინგლისი და პროტესტანტული გერმანული სამთავროები უჭერდნენ მხარს. ბოლოს, 1589 წელს საფრანგეთის მეფე [[ანრი III]]-მ [[ანრი IV (საფრანგეთი)|ანრი IV ბურბონი]] საფრანგეთის მეფედ აღიარა. ამით საფრანგეთი და ნავარა გაერთიანდა. საფრანგეთის სათავეში ჰუგენოტები მოვიდნენ.
 
საღვთო რომის იმპერიის ძალაუფლება იზრდებოდა. [[კარლ V ჰაბსბურგი|კარლ V]]-ის დროს ჰაბსბურგები ფლობდნენ ესპანეთს, იტალიას, სილეზიას, ნიდერლანდებს, ავსტრიას, მთელ დღევანდელ გერმანიას, უნგრეთის ნაწილს, ბოჰემიას და ესპანეთის ამერიკულ კოლონიებს. 1556 წელს, კარლ V-ის გარდაცვალების შემდეგ იმპერია ორად გაიყო. ფილიპემ მიიღო ესპანეთი მისი კოლონიებით, ნიდერლანდები და იტალია, მაგრამ ნიდერლანდებში დაწყებული აჯანყების შეჩერება ვერ შეძლო და იქ ახალი სახელმწიფო, ჰოლანდია ჩამოყალიბდა.
 
იეზუიტებმა ახლა ჩეხეთში გადაწყვიტეს პროტესტანტიზმის აღმოფხვრას. გერმანელმა მთავრება იგრძნეს მოახლოებული საფრთხე და 1608 წელს შექმნეს პროტესტანტული (ევანგელური) უნია. მათ მხარს უჭერდნენ ინგლისი და საფრანგეთი. ამის საპასუხოდ 1609 წლეს ჩამოყალიბდა ჰაბსბურგების მეშვეობით კათოლიკური ლიგა. ანტიჰაბსბურგული კოალიციის მეთაური იყო ანრი IV ბურბონი, რომელმაც საერთოევროპული ომისთვის მზადება დაამთავრა. ამას ჰაბსბურგები უნდა გაენადგურებინა, მაგრამ 1610 წელს იგი მოკლეს და ომის საფრთხე დროებით გაქრა.
 
1618 წელს ჩეხ [[პროტესტანტიზმი|პროტესტანთა]] ჯგუფი შეიჭრა პრაღის სეიმის შენობაში და იმპერატორის მაცნეებს პასუხი მოსთხოვეს რელიგიურ დევნაზე, შემდეგ კი ფანჯრიდან გადაყარეს. ეს გადაიზარდა აჯანყებაში. აჯანყებულებმა ჩამოაყალიბეს არმია, მთავრობა, აკრიფეს გადასახადები. ასე დაიწყო ოცდაათწლიანი ომი.
 
== ომის ეტაპები ==
ხაზი 44:
დანიური ომი. ჰაბსურგების ძალაუფლების ზრდით შეშფოთებული იყო საფრანგეთი. ის და ინგლისი დიდძალ თანხას აძლევდნენ მის მეფეს [[ქრისტიან IV]]–ს ომის საწარმოებლად. ასევე [[ლუი XIII]]–ის თაოსნობით ჩამოყალიბდა ანტიჰაბსბურგული კოალიცია, რომელშიც ინგლისი, შვედეთი და ჰოლანდიაც შევიდნენ. იმპერიის ძალებმა დანიელები ყველგან დაამარცხეს და აიძულეს, აღარ ჩარეულიყო გერმანიის საქმეებში. ეს ეტაპიც იმპერიამ მოიგო.
 
შვედური ომი. მიმდინარე მოვლენები აშფოთებდა [[შვედეთი|შვედებსა]] და საფრანგეთს. მისმა პირველმა მინისტრმა, [[რიშელიე|კარდინალმა რიშელიემ]] გადაწყვიტა დიდძალი თანხა მიეცა გუსტავ–ადოლფისთვის,რაზეც შვედეთი დათანხმდა. ასევე რიშელიემ შეძლო პოლონეთსა და [[შვედეთი|შვედეთ]]ს შორის ზავის გაფორმება. ამან შვედებს ხელ–ფეხი გაუხსნა. გუსტავ–ადლოფს ბალტიის ზღვაზე კონტროლის მოპოვება და მასთან მდებარე გერმანული მიწების დაუფლება სურდა. რიშელიეს კი საფრანგეთის ისტორიული საზღვრების დაბრუნება. იმპერიის ჯარები გუსტავმა თითქმის ყველა ბრძოლაში დაამარცხა. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა 1632 წელს. შვედბმა გაიმარჯვეს, მაგრამ გუსტავ ადოლფი ბრძოლაში დაიღუპა, რამაც ომის შედეგზე იმოქმედა. გერმანელებმა შვედები 1634 წელს ნორდილნგენთან დაამარცხეს და პროტესტანტული სამთავროების ანექსია დაიწყეს. 1635 წელს გაფორმდა ზავი [[საქსონია|საქსონიაში]]. ეს ეტაპიც იმპერიამ მოიგო.
 
შვედურ–ფრანგული ომი. ამ ვითარებაში საფრანგეთმა ომში უშუალოდ ჩაბმა გადაწყვიტა და შვედეთთან კავშირი განაახლა. ამ კავშირს ვენეციის რესპუბლიკა, სავოიის საჰერცოგო და ჰოლანდია შეუერთდა. საფრანგეთს თავიდან ძალიან გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ ხელთ იგდო უპირატესობა. გააქტიურდნენ შვედებიც, რომელთაცც ახალი მთავარსარდალი, ლენარტ ტორსტენსონი ედგა სათავეში. 1642 წელს გარდაიცვალა რიშელიე, მაგრამ კარდინალმა ჯულიო მაზარინიმ მისი პოლიტიკა განაგრძო. მათ ესპანეთსა და იმპერის მარცხი მიაყენეს. საფრთხე თვით იმპერიის ნიწებს დაემუქრა და ამიტომ იმპერატორმა ზავზე დაიწყო ფიქრი.
ხაზი 50:
 
== ომის შედეგი ==
ომმა საშინელი შედეგი მოუტანა [[ევროპა|ევროპას]]. იმის მიუხედავად, მტერი მოდიოდა თუ მოყვარე, ქალაქები და სოფლები ოხრდებოდა. განსაკუთრებით დაზარალდა [[გერმანია]]. დაეცა ეკონომიკა და განახევრდა მოსახლეობა.
 
== რესურსები ინტერნეტში ==