ოცდაათწლიანი ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 44:
დანიური ომი. ჰაბსურგების ძალაუფლების ზრდით შეშფოთებული იყო საფრანგეთი. ის და ინგლისი დიდძალ თანხას აძლევდნენ მის მეფეს [[ქრისტიან IV]]–ს ომის საწარმოებლად. ასევე [[ლუი XIII]]–ის თაოსნობით ჩამოყალიბდა ანტიჰაბსბურგული კოალიცია, რომელშიც ინგლისი, შვედეთი და ჰოლანდიაც შევიდნენ. იმპერიის ძალებმა დანიელები ყველგან დაამარცხეს და აიძულეს, აღარ ჩარეულიყო გერმანიის საქმეებში. ეს ეტაპიც იმპერიამ მოიგო.
 
შვედური ომი. მიმდინარე მოვლენები აშფოთებდა შვედებსა და საფრანგეთს. მისმა პირველმა მინისტრმა, [[რიშელიე|კარდინალმა რიშელიემ]] გადაწყვიტა დიდძალი თანხა მიეცა გუსტავ–ადოლფისთვის,რაზეც შვედეთი დათანხმდა. ასევე რიშელიემ შეძლო პოლონეთსა და [[შვედეთი|შვედეთ]]ს შორის ზავის გაფორმება. ამან შვედებს ხელ–ფეხი გაუხსნა. გუსტავ–ადლოფს ბალტიის ზღვაზე კონტროლის მოპოვება და მასთან მდებარე გერმანული მიწების დაუფლება სურდა. რიშელიეს კი საფრანგეთის ისტორიული საზღვრების დაბრუნება. იმპერიის ჯარები გუსტავმა თითქმის ყველა ბრძოლაში დაამარცხა. გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა 1632 წელს. შვედბმა გაიმარჯვეს, მაგრამ გუსტავ ადოლფი ბრძოლაში დაიღუპა, რამაც ომის შედეგზე იმოქმედა. გერმანელებმა შვედები 1634 წელს ნოდრილნგენთანნორდილნგენთან დაამარცხეს და პროტესტანტული სამთავროების ანექსია დაიწყეს. 1635 წელს გაფორმდა ზავი [[საქსონია|საქსონიაში]]. ეს ეტაპიც იმპერიამ მოიგო.
 
შვედურ–ფრანგული ომი. ამ ვითარებაში საფრანგეთმა ომში უშუალოდ ჩაბმა გადაწყვიტა და შვედეთთან კავშირი განაახლა. ამ კავშირს ვენეციის რესპუბლიკა, სავოიის საჰერცოგო და ჰოლანდია შეუერთდა. საფრანგეთს თავიდან ძალიან გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ ხელთ იგდო უპირატესობა. გააქტიურდნენ შვედებიც, რომელთაცც ახალი მთავარსარდალი, ლენარტ ტორსტენსონი ედგა სათავეში. 1642 წელს გარდაიცვალა რიშელიე, მაგრამ კარდინალმა ჯულიო მაზარინიმ მისი პოლიტიკა განაგრძო. მათ ესპანეთსა და იმპერის მარცხი მიაყენეს. საფრთხე თვით იმპერიის ნიწებს დაემუქრა და ამიტომ იმპერატორმა ზავზე დაიწყო ფიქრი.