ოცდაათწლიანი ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 35:
საღვთო რომის იმპერიის ძალაუფლება იზრდებოდა. კარლ V-ის დროს ჰაბსბურგები ფლობდნენ ესპანეთს, იტალიას, სილეზიას, ნიდერლანდებს, ავსტრიას, მთელ დღევანდელ გერმანიას, უნგრეთის ნაწილს, ბოჰემიას და ესპანეთის ამერიკულ კოლონიებს. 1556 წელს, კარლ V-ის გარდაცვალების შემდეგ იმპერია ორად გაიყო. ფილიპემ მიიღო ესპანეთი მისი კოლონიებით, ნიდერლანდები და იტალია, მაგრამ ნიდერლანდებში დაწყებული აჯანყების შეჩერება ვერ შეძლო და იქ ახალი სახელმწიფო, ჰოლანდია ჩამოყალიბდა.
 
იეზუიტებმა ახლა ჩეხეთში გადაწყვიტეს პროტესტანტიზმის აღმოფხვრას. გერმანელმა მთავრება იგრძნეს მოახლოებული საფრთხე და 1608 წელს შექმნეს პროტესტანტული (ევანგელური) უნია. მათ მხარს უჭერდნენ ინგლისი და საფრანგეთი. ამის საპასუხოდ 1609 წლეს ჩამოყალიბდა ჰაბსბურგების მეშვეობით კათოლიკური ლიგა. ანტიჰაბსბურგული კოალიციის მეთაური იყო ანრი IV ბურბონი, რომელმაც საერთოევროპული ომისთვის მაზადებამზადება დაამთავრა. ამას ჰაბსბურგები უნდა გაენადგურებინა, მაგრამ 1610 წელს იგი მოკლეს და ომის საფრთხე დროებით გაქრა.
 
1618 წელს ჩეხ პროტესტანთა ჯგუფი შეიჭრა პრაღის სეიმის შენობაში და იმპერატორის მაცნეებს პასუხი მოსთხოვეს რელიგიურ დევნაზე, შემდეგ კი ფანჯრიდან გადაყარეს. ეს გადაიზარდა აჯანყებაში. აჯანყებულებმა ჩამოაყალიბეს არმია, მთავრობა, აკრიფეს გადასახადები. ასე დაიწყო ოცდაათწლიანი ომი.
 
== ომის ეტაპები ==