ოცდაათწლიანი ომი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 29:
== ომის მიზეზები ==
 
ოცდაათწლიანი ომის მიზეზები ბევრად ადრე გაჩნდა. 1438 წელს საღვთო რომის იმპერიის სათავეში მოვიდა ჰაბსბურგების დინასტია. ისინი მიზნად ისახავდნენ გერმანიის იმპერიის გაძლიერებას და ამას კათოლიციზმის გაძლიაერებაშიგაძლიერებაში ხედავდნენ. ამ დროს ევროპაში უკვე ვრცელდებოდა პროტესტანტული მიმდინარეობები. საღვთო რომის იმპერია ასობით პატარა სამთავროს ნაკრებს წარმოადგენდა, რომელთა უმრავლესობას პროტესტანტები წარმოადგენდნენ. პროტესტანტული რელიგია გერმანიიდან სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ამის აღმოსაფხვრელად რომის პაპმა 1540 წელს შექმნა იეზუიტ ბერთა ორდენი. მათ ავსტრიაში შედეგს მიაღწიეს და მოსახლეობის უმრავლესობა ისევ კათოლიციზმზე მოაქციეს.
 
ამ პერიოდში დაიწყო საფრანგეთში რელიგიური ომები. ჰუგენოტებს (ფრანგ კალვინისტებს) ინგლისი და პროტესტანტული გერმანული სამთავროები უჭერდნენ მხარს. ბოლოს, 1589 წელს საფრანგეთის მეფე [[ანრი III]]-მ [[ანრი IV (საფრანგეთი)|ანრი IV ბურბონი]] საფრანგეთის მეფედ აღიარა. ამით საფრანგეთი და ნავარა გაერთიანდა. საფრანგეთის სათავეში ჰუგენოტები მოვიდნენ.