უჯრედის მემბრანა: განსხვავება გადახედვებს შორის

=== ბილიპიდური სტრუქტურა ===
[[Image:Fluid Mosaic.svg|thumb|200px|right|ფოსფოლიპიდი პლაზმურ მემბრანაში]]
 
 
[[ლიპიდები]] პლაზმური მემბრანის ფორმირების პროცესში უმთავრეს როლს ასრულებენ. პლაზმური მემბრანა ძირითადად შედგება წვრილი, ამფიპატიკური [[ფოსფოლიპიდები | ფოსპოლიპიდების]] ორი შრისაგან. ფოსფოლიპიდი შედგება ჰიდროფილური(ნივთიერება, რომელიც წყალში კარგად იხსნება) „თავისა“ და ჰიდროფობური(ნივთიერება, რომელიც წყალში არ იხსნება) „კუდისაგან“. ფოსფოლიპიდები სითხეში მოთავსებისას ორ შრეს ქმნიან: ჰიდროფობური „კუდები“ შიგნით ექცევა, ჰიდროფილური „თავები“ კი-გარეთ. საბოლოოდ, მიიღება უწყვეტი, სფერული ლიპიდების შრე, რომლებიც ცუდად ატარებენ იონებს და სხვა პოლარულ [[მოლეკულა | მოლეკულებს]]. [[ფოსფოლიპიდები | ფოსფოლიპიდების]] ასეთი მოწესრიგებული წყობა ხელს უშლის მაღალმოლეკულურ ნაერთებს უჯრედში შეღწევაში, მაგრამ, ჩვეულებრივ ატარებს ჰიდროფობურ მოლეკულებს. პლაზმური მემბრანის უნარი აკონტროლოს მასში ნივთიერებების მოძრაობა ხორციელდება [[ტრანსმემბრანული ცილები | ტრანსმემბრანული ცილების]] კომპლექსების მეშვეობით, როგორებიცაა მაგ. [[ფორები]].