იდრის I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 10:
მეორე მსოფლიო ომის დროს იდრისი [[ანტიგიტლერული კავშირი|მოკავშირეებს]] უჭერდა მხარს და კირინაეკის ნაციონალისტებთან ერთად [[ღერძი ბერლინი-რომი-ტოკიო|ფაშისტური კოალიციის]] წინააღმდეგ იბრძოდა. ლიბიაში [[ერვინ რომელი]]ს განკარგულებში მყოფი გერმანული და იტალიური არმიების დამარცხების შემდეგ ის დაბრუნდა [[ბენღაზი|ბენღაზში]] და ჩამოაყალიბა მთავრობა.
 
== ლიბიის მეფე ==
[[ფაილი:Idris I & Richard Nixon.jpg|მინი|მეფე იდრისი [[აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი|აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ]] [[რიჩარდ ნიქსონი|რიჩარდ ნიქსონთან]] ერთად, 1957 წლის მარტი.]]
1949 წელს ბრიტანეთის მხარდაჭერით როგორც ას-სენუსიმ იდრისმა [[კირენაიკას ამირატი|კირენაიკას ამირატის]] დამოუკიდებელობა გამოაცხადა. შემდგომშ ის ასევე მიიწვიეს [[ტრიპოლიტანია|ტრიპოლიტანიის]] და [[ფეზანი]]ს ამირად.<ref>Diller, Daniel; Moore, John (1995). ''The Middle East''. Congressional Quarterly. p. 308.</ref> 1949 წელს წარადგინეს ახალი კონსტიტუცია, რომელიც 1951 წლის ოქტომბერში ძალაში შევიდა. 1951 წლის 24 დეკემბერს ეროვნულმა საბჭომ იდრის I მეფედ აირჩია და მან გამოაცხადა ლიბიის გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობა.
 
1963 წელს მოხდა [[კონსტიტუცია|კონსტიტუციის]] გადახედვა და ქვეყანა გახდა [[უნიტარული სახელმწიფო]]: [[ლიბიის სამეფო]].
 
[[არაბები|არაბი]] ნაციონელებისა და [[პანარაბიზმი|პანარაბულად]] განწყობილი მეზობელი ქვეყნების წინააღმდებობის მიუხედავად, იდრისი [[ბრიტანეთი|ბრიტანეთთან]] და [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკის შეერთებულ შტატებთან]] მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებდა. სამეფოს კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენდა უფლისწულის არ არსებობა, რომელიც გააგრძელებდა სამეფოს მართვას. 1956 წელს იდრისმა საკუთარი ძმის შვილი [[ჰასან ას-სენუსი]] გამოაცხადა ტახტის მემკვიდრედ.
 
ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენდა [[ნავთობი]] და [[ტრიპოლი|ტრიპოლში]] განთავსებული [[აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები]]ს ბაზა. იდრისის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მემკვიდრედ დასახელებული ჰასანი სულ უფრო მეტად ერეოდა სახელმწიფო საქმეებში. 1969 წლის 4 აგვისტოს იდრისმა ჰასანის სასარგებლოდ მოახდინა [[აბდიკაცია]] (ტახტის დათმობა).
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იდრის_I“-დან