HTTP სტატუსის კოდები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 44:
 
== 3xx (გადამისამართება) ==
კლიენტმა უნდა შეასრულოს დამატებითი მოქმედებები, მოთხოვნის დასასრულებლად. ამ დამატებითი მოქმედების შესრულება შესაძლებელია მოხდეს ავტომატურად პროგრამის მიერ, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გამოყენებულია POST ან HEAD მეთოდები. პროგრამამ არ უნდა შეასრულოს მიჯრით ხუთზე მეტი გადამისამართება რადგან ხშირად ეს აღიქმება როგორც უსასრულოდ ბევრი გადამისამართების ციკლი.
 
=== 300 Multiple Choices ===
განსაზღვრავს რომ რესურსზე წვდომა რამდენიმა განსხვავებული პარამეტრით შეიძლება. მაგალითად განსხვავებული ფორმატის ვიდეო ფაილები, განსხვავებული გაფართოების დოკუმენტები და ა.შ.
 
=== 301 Moved Permanently ===
განსაზღვრავს რომ მოცემული მისამართი სამუდამოდ შეცვლილია მოწოდებული მისამართით.
 
=== 302 Found ===
მოთხოვნილი დოკუმენტი დროებით სხვა მისამართზეა ხელმისაწვდომი, რომელიც მითითებულია Location ველში.
 
=== 303 See Other (since HTTP/1.1) ===
მოთხოვნილი დოკუმენტის გამოძახება უნდა მოხდეს Location ველში მითითებული მისამართიდან, მხოლოდ აუცილებლად GET მეთოდით, მიუხედავად იმისა მანამდე რა მეთოდი იყო გამოყენებული.
 
=== 304 Not Modified ===
დოკუმენტი არ შეცვლილა ბოლო მოთხოვნის შემდეგ. როგორც წესი კლიენტი აგხავნის If-Modified-Since დროით პარამეტრს, რომელიც გამოიყენება ათვლის წერტილად იმის დასადგენად შეიცვალა თუ არა დოკუმენტი ამ დროის შემდეგ. გამოიყენება რათა დაიზოგოს ტრეფიკი და აღარ მოხდეს უცვლელი ფაილების ხელმეორედ ჩამოწერა სერვერიდან.
 
=== 305 Use Proxy (since HTTP/1.1) ===
მოთხოვნილ მისამართზე წვდომა შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ პროქსი სერვერის გამოყენებით.
 
=== 306 Switch Proxy ===
აღარ გამოიყენება. მიუთითებდა, რომ მხოლოდ კონკრეტული პროქსი სერვერების გამოყენება იყო შესაძლებელი.
 
=== 307 Temporary Redirect (since HTTP/1.1) ===
ამ შემთხვევაში მოთხოვნა უნდა განმეორდეს სხვა მისამართზე, რომელიც სერვერიდან იქნება მოწოდებული, თუმცა მომავალში ისე იგივე მისამართით უნდა ისარგებლოთ.
 
=== 308 Permanent Redirect (approved as experimental RFC]) ===
აღნიშნული და ყველა მომავალი მოთხოვნები უნდა განხორციელდეს მოწოდებულ მისამართზე.
 
== 4xx (შეცდომა კლიენტის მხარეზე) ==