სალვადორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დაემატა ახალი ცნობები
No edit summary
ხაზი 49:
}}
'''სალვადორი''' (República de El Salvador) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში; ყველაზე პატარა და ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა რეგიონში. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია სან-სალვადორი. ქვეყნისა და ცენტრალური ამერიკის მასშტაბით ასევე მნიშვნელოვანი კულტურული და კომერციული ქალაქებია სანტა-ანა და სან-მიგელი. სალვადორს სამხრეთით ესაზღვრება წყნარი ოკეანე, დასავლეთით — გვატემალა, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით — ჰონდურასი. უკიდურესი აღმოსავლეთი რეგიონი მდებარეობს ფონსეკის ყურის სანაპიროზე, ნიკარაგუის მოპირდაპირე მხარეს. 2009 წლის მონაცემებით, სალვადორის მოსახლეობა დაახლოებით 5,744,113 ადამიანს შეადგენს, რომლის უდიდესი ნაწილიც მეტისები არიან.
 
1892–2001 წლებში სალვადორის ეროვნული ვალუტა იყო კოლონი, სანამ მას ამერიკული დოლარი ჩაანაცვლებდა.
 
2010 წელს, სალვადორი ლათინური ამერიკის ათი მოწინავე ქვეყნის რიცხვში შედიოდა ადამიანის განვითარების ინდექსის თვალსაზრისით, ცენტრალური ამერიკის რეგიონში კი სამეულში. ეს ფაქტი ძირიტადად განპირობებულია მიმდინარე სწრაფი ინდუსტრიალიზაციით. 1992–2010 წლებში სალვადორის ტერიტორიის დაახლოებით 20% დაფარული იყო ტროპიკული და შერეული ტყეებით და მიეკუთვნებოდა იმ რამდენიმე ქვეყნის რიცხვს, რომლებიც წვიმის ტყეებითაა დაფარული.
 
[[ფაილი:El salvador map KA.png|მინი|250პქ|მარცხნივ]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სალვადორი“-დან