უმნიშვნელო ნუგეში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 30:
[[2008]] წლის [[რუსეთ-საქართველოს ომი (2008)|რუსეთ-საქართველოს ომის]] შემდეგ კინოთეატრების „[[რუსთაველი (კინოთეატრი)|რუსთაველი]]“ და „[[ამირანი (კინოთეატრი)|ამირანი]]“ ადმინისტრაციამ უარი თქვა [[რუსეთი]]დან კინოფილმების იმპორტზე და დაიწყო მათი პირდაპირ [[ლონდონი]]დან ჩამოტანა. ''უმნიშვნელო ნუგეში'' იქცა ერთ-ერთ პირველ ფილმად, რომელიც პროფესიონალურად იქნა გახმოვანებული ამ კინოთეატრებში საჩვენებლად (ბონდის როლს ახმოვანებს მსახიობი [[ზურაბ ყიფშიძე]]). სიახლე ისიც იყო, რომ შეიქმნა ბონდის ოფიციალური ვებ-გვერდის მცირე ასლი 007.ge <ref>ამჟამად სხვა თემატიკის ვებ-გვერდს წარმოადგენს</ref>. რომელზეც ქართულ ენაზე განთავსდა ინფორმაცია ბონდის შესახებ.
 
ქართულ ვარიანტში ფილმის სახელწოდება ითარგმნა, როგორც ''მოწყალების კვანტუმი'', რაც, სავარაუდოდ, მომდინარეობს რუსული სახელწოდებისგან ''Квант милосердия''. ეს თავის მხრივ მცდარი ვერსიაა, რადგან რუსული ვერსიაც არის ორიგინალური ჩანაფიქრისგან აცდენა. ფილმში არ არის მინიშნება რამე სახის მოწყალებაზე, ხოლო სიტყვა ''solace'', რომელიც ითარგმნება, როგორც ''ნუგეში'' ამ შემთხვევაში უფრო დასაშვებია. გარდა ამისა, ფილმში მოთხრობილია წინა ფილმის, [[კაზინო როიალი (2006 წლის ფილმი)|კაზინო როიალი]] მოვლენებთან მიმართებაში სწორედ უმნიშვნელო ნუგეშზე, რომელსაც ბონდი მიიღებს თავისი ახალი შეყვარებულის გადარჩენით. თუმცა, Quantum of solace არის სიტყვების თამაშიც, რადგანაც შეიცავს ორგანიზაცია ''კვანტუმის'' სახელს.
 
== მუსიკა ==