ბაბილონის დაკიდებული ბაღები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Robot: Cosmetic changes
No edit summary
ხაზი 3:
 
დაკიდულმა ბაღებმა ჩვენს დრომდე ვერ მოაღწია. ძველმა ბერძნებმა დიდი შეცდომა დაუშვეს, როდასაც დაკიდული ბაღების აგება დადოფალ [[სემირამიდა]]ს დაუკავშირეს. დედოფალი სემირამიდა მოღვაწეობდა ძვ. წ. IX საუკუნეში. შენობა კი ნაბუქოდონოსორმა ძვ.წ. VI საუკუნეში ააგო დედოფალ [[ამიტა]]სათვის.
ბაბილონის ქალაქი, როგორც ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე წერდა, თავისი სიდიდით ყველა მოგზაურის გაოცებას იწვევდა. “გოდოლი ცამდე იყო აზიდული და რამდენიმე გიგანტური ტერასისგან შედგებოდა. შვიდი კოშკი ერთმანეთზე იყო დადგმული. ფუნდამენტი 90 მეტრი სიგანის იყო და გოდოლიც მთლიანად იმავე სიმაღლის იყო. პირველი სართული 33 მეტრს აღწევდა, მეორე 18 მეტრს და დანარჩენი ოთხი კი 6-6 მეტრს.სულ ბოლო სართული 15 მეტრის სიმაღლის იყო და წარმოადგენდა მარდუქის სახელზე აგებულ ტაძარს.იგი დაფარული იყო ოქროთი და მოპირკეთებული ცისფრად მოჭიქული აგურით. ეს ტაძარი მზეზე ცისფერ-ოქროსფრად ლივლივებდა და რამდენიმე კილომეტრის მანძილიდან მოსჩანდა“. ქალაქის კედლების შიგნით მდებარეობდა ტაძრები და ტყეები, რომლებიც უთვალავი ქანდაკებებითა და ოქროთი იყო სავსე. ქვედა სართულზე მდებარეობდა ღმერთ მარდუქის სახელზე აგებული ტაძარი, რომლის სიმაღლეს თითქოს ზეცას სწვდებოდა. საინტერესოა, რომ იმ საოცარი სიტყვების ფონზე, რომლებითაც ჰეროდოტე ამ ტაძრის სიდიადეს აღწერს, ამავე დროს მას ნახსენებიც კი არ აქვს ბაბილონის არანაკლებ მშვენება - დაკიდული ბაღები - ერთ-ერთი მსოფლიოს უძველეს შვიდ საოცრებას შორის.
როგორც ისტორიული წყაროები იუწყება, ბაღი აგებული იყო მეფე ნაბუქოდონოსორ მეორის მიერ, რომელიც ძვ. წ. 605 წლიდან 43 წლის განმავლობაში მართავდა ქალაქს (არსებობს ნაკლებად რეალისტური მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ნაბუქოდონოსორმა დაკიდული ბაღები ასირიელი დედოფლის, [სემირამიდა]სათვის ააგო. დედოფალი სემირამიდა მოღვაწეობდა ძვ. წ. IX საუკუნეში, შენობა კი ძვ.წ. VI საუკუნეშია აგებული, რაც გამორიცხავს მის კავშირს აღნიშნული დედოფლის სახელთან). დაკიდული ბაღები იყო ქალაქის სიძლიერის, გავლენის მწვერვალი; იმ დროისათვის წარმოუდგენლად დახვეწილი ოსტატობით აგებული, რომელიც ჰარმონიულად აკავშირებდა ერთმანეთთან გზებს, ტაძრებს, ტერასებსა და ქუჩებს.
ბაღები აგებული უნდა ყოფილიყო დედოფალ [ამიტა]ათვის, რათა მისთვის შეემსუბუქებინათ სამშობლოსგან მოშორებით ყოფნის სევდა. მიდიის მეფის ქალიშვილი ამიტა, ცოლად გაჰყვა ნაბუქოდონოსორს ამ ორ ქვეყანას შორის ალიანსის შესაქმნელად. ქვეყანა სადაც ამიტა გაიზარდა მთებით, მდინარეებით იყო მდიდარი და მთლიანად მწვანეში ჩაფლული, ხოლო მესოპოტამიის მოშიშვლებული უდაბნოები დედოფალს სევდიან განწყობას უქმნიდა. ამ სევდის გასაქარვებლად, მეფემ გადაწყვიტა მისთვის აეგო ხელოვნური მთა, რომელსაც ბაღები ექნებოდა სახურავივით დაკიდული.
სავარაუდოდ, დაკიდული ბაღები მართლა თოკებით „დაკიდული“ არ უნდა ყოფილიყო, როგორც სახელწოდება გვიქმნის შთაბეჭდილებას, არამედ საქმე უნდა გვქონდეს ბერძნული სიტყვა kremastos-ის ან ლათინური სიტყვა pensilis-ის არასწორ თარგმანთან, რომლიბიც ნიშნავს არა უბრალოდ „დაკიდულს“, არამედ, გაყოლებულს ("overhanging"), მაგალითად აივნებსა და ტერასებზე.
ძველმა ბერძენმა გეოგრაფმა, სტრაბონმა პირველმა მოგვცა ამ ბაღების დახასიათება. სტრაბონი წერს, რომ ის „მოიცავდა ერთმანეთზე აყოლებულ ტერასებს, რომლებიც კუბის ფორმას ქმნიდა. ტერასებს შორის დატოვებული იყო ღრმულები ხეების გასაზრდელად, რომელთა სიმაღლეც ტერასებისგან შემდგარი კუბის სიმაღლეს უტოლდებოდა. შენობა აგებული იყო ასფალტისა და გამომწვარი თიხისაგან.
ბერძენი ისტორიკოსი, დიოდორუს სიკულუსი (Diodorus Siculus) წერს, რომ ბაღი დაშენებული იყო ქვის დიდ ფილებზე, რომელიც ასფალტითა და სხვა მასალებით იყო დაფარული და ზემოდან ტყავი ეკრა, რითაც სინოტივის შენარჩუნება ხდებოდა. შენობა ოთხი იარუსისგან შედგებოდა. ტერასებად აგურდაგებულ თაღებზე ნოყიერი მიწა ეყარა. შენობა ოთხიარუსიანი იყო. მასზე მიწის ისეთი სქელი ფენა ეყარა, რომ ყველაზე დიდ ხეებსაც შეეძლო ეხარა. შორეული ქვეყნებიდან მოჰქონდათ ლამაზი მცენარეები. სარწყავი სისტემა წყალსაცავიდან მილების საშუალებით წყალს ოთხივე იარუსს აწვდიდა. დარგული იყო აზიის სხვადასხვა კუთხიდან მოზიდული ხეები, ბუჩქები და ყვავილები. შორიდან ისე ჩანდა, თითქოს ბაღები ჰაერში ეკიდა. ბაღები ირწყვებოდა ევფრატის წყლით, რომელიც იქ საგანგებო წყალსაქაჩი ბორბლებითა და ტყავის ჭურჭლით აჰქონდათ. შესაძლებელია, იყო ჰიდრავლიკური ტუმბოები, რომელთაც ხელით ამუშავებდნენ, ან შესაძლოა ხარებით, ამის შესახებ დაზუსტებით არაფერია ცნობილი. ეს ყველაფერი განთავსებული იყო მიწის სიღრმეში, რაც საკმარისი იყო უზარმაზარი ხეების გასაზრდელად, რომელთა სილამაზე მნახველებზე თვალისმომჭრელ შთაბეჭდილებას ტოვებდა. მაგრამ საკითხავია, ნამდვილად არსებობდა თუ არა ეს ყველაფერი (ფაქტია, [ჰეროდოტეს], რომელმაც ბაბილონის თითქმის დეტალური აღწერილობა მოგვცა, დაკიდული ბაღები საერთოდ არ აქვს ნახსენები)? ეს იყო ერთ-ერთი იმ კითხვათაგანი, რომელიც გერმანელმა არქეოლოგმა, რობერტ კოლდევეიმ ([Robert Koldewey]) დასვა 1899 წელს. მართალია კოლდევეიმ გარკვეული საძირკვლის ნარჩენები (90 მეტრი სიგანის ფუნდამენტი) აღმოაჩინა ქალაქის შიდა ნაწილში, მაგრამ მათი მოცულობა გაცილებით ნაკლებია და სხვა დეტალების გათვალისწინებითაც არ იძლება იმის მტკიცების საშუალებას, რომ ისინი ნამდვილად ამიტასის დაკიდული ბაღების ნანგრევებს წარმოადგენს. მითია თუ რეალობა, ისტორია საკმაოდ ლამაზი სიყვარულის ისტორიაა, რომელიც გვიჩვენებს თუ რამდენი რამის გაკეთება შეეძლო სიყვარულის გამო ისეთ მრისხანე მმართველსაც კი, როგორიც ნაბუქოდონოსორ მეორე იყო.
 
 
== რესურსები ინტერნეტში ==