ქართველთა ეთნარქები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
No edit summary
No edit summary
ლეონტი მროველის მიერ შექმნილი ქართველთა ეთნარქების სქემა მწიგნობრული წარმოშობისაა, რადგან ამ სქემის თანახმად კავკასიაში თავდაპირველად ქართლოსმა მიიღო თავისი წილი მიწა-წყალი, შემდეგ კი ქართლოსის შვილები და შვილიშვილები ღებულობენ თავ-თავიანთ წილს და ამის გამო ლეონტი მროველის მიერ „ქართლისიანებად“ იწოდებიან. [[ბერძენიშვილი, ნიკოლოზ|ნ. ბერძენიშვილის]] დაკვირვებით, მთელ ქვეყანას „ქართლი“ მხოლოდ მისი ერთ სახელმწიფოდ გადაქცევის შედეგად ეწოდა და მანამდე აქ არსებული ხევთა გაერთიანებანი, მეტ-ნაკლებად დიდსა თუ მცირე ტომებად, საკუთარ ინდივიდუალური სახელებს ატარებდნენ (კახები, კუხები, კლარჯები, ვიტერუხები, შავშები, ჯავახები …). ეს ფაქტია არეკლილი ლეონტის ლეგენდაში მცხეთოსის, მისი ძმებისა და შვილების შესახებ.
 
ქართველ ეთნარქთა სახელებში იმ ჰეგემონ ტომთა სახელები აისახა, რომელთაც „ქართლოსიანებად“ წოდებული ტომები გააერთიანეს კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების გზაზე. ისტორიული პროცესი ლეონტი მროველის მიერ შემუშავებული ქართლოსიანთა სქემის პირუკუ მიმდინარეობდა, რადგან ქართლის ქვეყანა ქართლის სამეფოს სახით ხევების (მცირე სოციალური ორგანიზმების) გაერთიანებიოს შედეგად ჩამოყალიბდა. თვით ხევების გაერთიანების პროცესში ნ. ბერძენიშვილი ორ ეტაპს გამოყოფდა. პირველი ეტაპი იმ მიწა-წყალზე არსებულ ხევთა გაერთიანებას გულისხმობდა, რომელიც ლეონტი მროველის მიერ შემოსაზღვრულ ქართლოსიანთა წილი მიწა-წყალისწყლის საზღვრებში იმყოფებოდა, მეორე ეტაპი კი — ისტორიული შიდა ქართლის („ქართლოსიან“ უფროსის წილი მიწა-წყალი) მოსახლე ქართლის ტომის მმართველი სახლის მიერ დანარჩენ „ქართლოსიანთა“ მიწა-წყლის დაპყრობას, რაც ქართლის სამეფოს წარმოქმნას ნიშნავდა ქართლის ქვეყნის სახით.
 
== ლიტერატურა ==